სირმა-აბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სირმა-აბაზი — ქართული ვერცხლის მონეტა. ჭრიდნენ თბილისის ზარაფხანაში 1752-1753-დან 1798-1799 წლებამდე ირანული აბაზისაგან განსხვავებით. მასა 3 გ. მასზე სპარსულ და არაბულ ენებზე წერია მოჭრის დრო, ადგილი, ისლამური რელიგიის ფორმულები, რომლებიც ქრისტიანულ იდეოლოგიას არ ეწინააღმდეგება. იჭრებოდა სირმა-აბაზის ოთხი ნომინალი: ნახევარი მარჩილი (6 შაური), აბაზი (4 შაური), უზალთუნი (2 შაური) და შაური. ნუხის სახანოში სირმა-აბაზის უხეში მინაბაძი გამოდიოდა. განჯაში 1786-1791 წლებში ერეკლე II-ის ნაცვლები სირმა-აბაზის მსგავს მონეტებს ჭრიდნენ. სირმა აბაზი ბრუნვაში დარჩა XIX საუკუნის 80-იან წლებამდე. 1848-1849 წლებში რუსეთმა სირმა-აბაზის შესყიდვა სცადა, მაგრამ ხურდა ფულის ნაკლებობის გამო 1852 წლამდე ვერ შეისყიდა.

საქართველოში სირმა-აბაზი ნაპოვნია განძების სახითაც (ფხოველის, ფასანაურის, სიმონიანთხევის, ჭიკაანის, ალის, მუხათის, თბილისისა და სხვა.) და შემთხვევითაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]