სირდარიის ცრუდინგნიჩაბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სირდარიის ცრუდინგნიჩაბა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
სირდარიის ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. იშვიათი სახეობაა. ნაკლებად არის შესწავლილი. ბინადრობს მდინარე სირდარიის აუზში. სხეულის სიგრძე 27 სმ. ტოფობს გრუნტებზე აპრილის თვეში. მტკნარი წყლის თევზია. გვხვდება მდინარის მოვაკებულ ადგილებში. ყრის დაახლოებით 1500-მდე ქვირითს. უმეტესად იკვებება მწერების ლარვებით. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. უკანასკნელი ეგზემპლარი მოიპოვეს 1978 წელს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სირდარიის ცრუდინგნიჩაბა (ინგლისური)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Лебедев В. Д, Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. М.: Мысль, 1969.