სიპაკტლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიპაკტლი

სიპაკტლი (ესპ. Cipactli, სხვა სახელი — სივანგორი) — აცტეკების მითოლოგიაში ზღვის ურჩხული, რომელსაც ერთდროულად თევზისა და ნიანგის აღნაგობა აქვს. ომეტეკუტლისა და ომესიუატლის შემონაქმედი. ტლალტეკუტლის მსგავსად, სიპაკტლი მშიერი პირებით დაფარული აღიწერება. გამოსახავენ ხვლიკის ან ბაყაყის სახით. მისი ტანიდან კეცალკოატლმა და ტესკატლიპოკამ შექმნეს სამყარო, თანაც ტესკატლიპოკამ თავისი ტერფი გამოიყენა, როგორც სატყუარა. სიპაკტლი ღმერთებმა რამდენიმე ნაწილად გაყვეს: მისი თავი გადაიქცა ცამეტ ცად, ტანი — მიწად, ხოლო კუდი — მიკტლანის ცხრა უფსკრულად (ჯოჯოხეთად).

მიწის სხვა განსახიერება, ტლალტეკუტლი, ზოგიერთ მითში დასახელებულია, როგორც სიპაკტლის ქმარი.

პირველწყაროები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მითოლოგიური ლექსიკონი/მთ.რედ. ე. მალეტინსკი — М.:საბჭოთა ენციკლოპედია, 1991 წ. გვ. 502.