სიოგუნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
შოგუნი (იაპ.将軍 しょうぐん) (სეიი ტაიშოგუნის შემოკლებული სახელწოდება, სიტყვასიტყვით - დიდი მხედართმთავარი, რომელიც იმორჩილებს ბარბაროსებს), თავდაპირველად იაპონიის იმპერიის სამხედრო წოდება იყო და იმ ჯარების სარდლებს ანიჭიბდნენ, რომლებსაც 794-დან 811-მდე კუნძულ ჰონშუს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გზავნიდნენ ებისუს ხალხების დასამორჩილებლად.
1192 წელს შოგუნის წოდება მიენიჭა მინამოტოს ფეოდალური სახლის მეთაურს მინამოტო იორიტომოს. ამ დროიდან შოგუნს უწოდებდნენ იაპონიის სამხედრო-ფეოდალურ გამგებლებს (რომლებიც მართავდნენ ქვეყანას იმპერატორის სახელით) მინამოტოს (1192-1333), ასიკაგას (1335(1338)- 1573), ტოკუგავას (1603-1867) ფეოდალური დინასტიებიდან.
სტატიის