სინოპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სინოპი (ქალაქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სინოპი
Sinop
სინოპი
სინოპი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ვილაიეთი სინოპის ვილაიეთი
კოორდინატები 42°02′ ჩ. გ. 35°09′ ა. გ. / 42.033° ჩ. გ. 35.150° ა. გ. / 42.033; 35.150
მმართველი Zeki Yılmazer
დაარსდა ძვ. წ. VIII საუკუნე
ადრეული სახელები სინოპე
მოსახლეობა 30 502 კაცი (2000)
დროის სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი (+90) 368
საფოსტო ინდექსი 57000
საავტომობილო კოდი 57
ოფიციალური საიტი http://www.sinop.bel.tr

სინოპი მდებარეობა თურქეთი

Red pog.svg


სინოპი (Sinop) - ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, სინოპის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი. 47,000 მცხოვრები. ქალაქს გააჩნია ნავსადგური შავი ზღვის სინოპის ყურის ნაპირზე; განვითარებულია კვებისა და ხე-ტყის სახერხი მრეველობა, სელის ქსოვილების ხელოვნური წარმოება, თევზჭერა.

ისტორია[რედაქტირება]

ძველი ქალაქის, სინოპეს (ბერძნ. Σινώπη) მიდამოები ადრინდელი ხანიდანვე იყო დასახლებული. ამ ხელსაყრელ ნავსადგურს ბერძნები ჯერ კიდევ მიკენეს ხანაში გაეცნენ, მაგრამ აქ მხოლოდ ძვ. წ. VIII საუკუნეში დასახლდნენ. მილეტელმა მოახალშენეებმა დააარსეს კოლონია, რომელიც მალე შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანეს ვაჭრობა-ხელოსნობის ცენტრად იქცა. სინოპი ძვეიბერძნული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრიც იყო. სინოპი დიოგენეს სამშობლოა და ერთ-ერთი იმ შვიდ ქალაქთაგანი, რომელიც ჰომეროსის სამშობლოობას ჩემობდა. სინოპში ძვ. წ. VI საუკუნიდან იწყება საკუთარი მონეტის მოჭრა, აქედან გაჰქონდათ ხე-ტყე, ხალიბური რკინა, წითელი საღებავი, ე. წ. სინოპური მიწა, ზეითუნის ზეთი, ღვინო და სხვა. სინოპის ძალაუფლება სწვდებოდა ვრცელ ტერიტორიას, სადაც ისტორიული ქართველური ტომები - მოსინიკები, ხალიბები და კოლხები სახლობდნენ. სწორედ მათ მიწაზე შეიქმნა სინოპის კოლონიები - კოტიორა, კერასუნტი და ტრაპეზუნტი. საქართველოში აღმოჩენილია სინოპის მონეტები, ამფორები, კრამიტი და სხვა.

VI-IV საუკუნეებში ქალაქი ნომინალურად ემორჩილებოდა აქემენიდებს. ძვ. წ. 183 წლიდან პონტოს სამეფოში შედიოდა.ავგუსტუსის დროიდან რომის პროვინცია ბითინიისა და პონტოს შემადგენლობაში მოექცა. შემდეგ ბიზანტია დაეპატრონა. 1214-1307 წლებში სინოპი კონიის სასულთნოში შედიოდა. XIV საუკუნის ბოლოს თურქ-ოსმალებმა დაიკავეს. სინოპის სისტემური არქეოლოგიური გათხრები 1951 წლიდან წარმოებს.