სინდჰები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინდჰები — ხალხი, პაკისტანის ისტორიული ოლქის სინდის ძირითადი მოსახლეობა. ცხოვრობენ აგრეთვე ინდოეთში. რაოდენობა 45 მილიონი ადამიანი. ლაპარაკობენ სინდჰურ ენაზე. რელიგია — უმთავრესად ისლამი (სუნიტური), ინდოეთში - ინდუიზმი. სინდჰები მდინარე ინდის ხეობის ერთ-ერთი უძველესი ხალხია. მათ კულტურაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინეს დასაპყრობად შემოსულმა ბერძნებმა, მაკედონელებმა, საკებმა, თეთრმა ჰუნებმა, არაბებმა, აგრეთვე ირანული, ავღანური, თურქული მოდგმისა და სხვა ხალხებმა. უმრავლესობა მისდევს მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, თევზჭერას, ნაწილი დასაქმებულია მრეწველობაში.