სიმო ჰაიჰა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმო ჰაიჰა
Simo Häyhä
1905–2002
Simo hayha honorary rifle.png
მეტსახელი თეთრი სიკვდილი
დაბ. ადგილი რაუტიარვი, ფინეთი
გარდ. ადგილი ჰამინა, ფინეთი
კუთვნილება დროშა: ფინეთი ფინეთი
მოღვაწეობა 1925–1940
წოდება მეორე ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები ზამთრის ომი

სიმო ჰაიჰა (ფინ. Simo Häyhä; დ. 17 დეკემბერი, 1905 — გ. 1 აპრილი, 2002), ფინელი სამხედრო მოღვაწე, სნაიპერი, ზამთრის ომის ვეტერანი, მსოფლიო რეკორდის მფლობელი სნაიპერული შაშხანით მოკლულ მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მიხედვით (505).[1]

ადრეული ცხოვრება და ზამთრის ომი[რედაქტირება]

ჰაიჰა დაიბადა სოფელ რაუტიარვიში, რომელიც დღევანდელ რუსეთ-ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე იგი მონადირე და ფერმერი იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახლი სავსე იყო სროლით შეჯიბრებებში მოგებული პრიზებით.[2]

ზამთრის ომის დროს (1939-1940) ჰაიჰა ფინეთის არმიის რიგებში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ომის განმავლობაში მან დადასტურებული 505 საბჭოთა მებრძოლი მოკლა სნაიპერული შაშხანით.[3] დაუდასტურებელ მკვლელობებთან ერთად ეს ციფრი 542-მდე იზრდება.[4] სნაიპერული შაშხანის გარდა იგი Suomi KP/-31-ს ტიპის ტყვიამფრქვევს იყენებდა, რომლითაც 200-ზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ომის ასი დღის განმავლობაში ჰაიჰას მიერ მოკლულ საბჭოელთა რაოდენობა მინიმუმ 705-ს შეადგენს.[5]

ტაქტიკა[რედაქტირება]

მოხვედრილი ტყვიისგან დეფორმირებული ყბით (1940 წელი).

ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა −40 და −20 °C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

საბრძოლო ჭრილობა[რედაქტირება]

ჰაიჰას წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას „თეთრი სიკვდილი“ (რუს. Белая смерть, ფინ. Valkoinen Kuolema) შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ და არტილერიის ცეცხლსა და სნაიპერებს იყენებდნენ.[3]

1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰაიჰა ყბაში დაიჭრა, ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა. სიმო ჰაიჰამ გონება დაკარგა, თანამებრძოლის თქმით მას სახის ნახევარი აღარ ჰქონდა. გონება ფინელ სნაიპერს 13 მარტს, ზავის გაფორმების დღეს, დაუბრუნდა. ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ სიმო ჰაიჰა ფელდმარშალმა კარლ გუსტავ მანერჰაიმმა კაპრალიდან პირდაპირ მეორე ლეიტენანტად დააწინაურა, ეს დაწინაურება დღემდე ყველაზე სწრაფ კარიერულ ზრდად რჩება ფინეთის შეიარაღებული ძალებში.

ომის შემდეგ[რედაქტირება]

სიმო ჰაიჰას რამდენიმე წელი დასჭირდა მიღებული ჭრილებისაგან გამოსაჯანმრთელებლად, ტყვიამ მისი ყბის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ჭრილობის მიუხედავად იგი სრულიად გამოკეთდა და ომის შემდეგ წამატებული მონადირე და ძაღლების გამომზრდელი გახდა. ხშირად ნადირობდა ფინეთის პრეზიდენტ ურჰო კეკონენთან ერთად. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთთან საზღვარზე მდებარე პატარა სოფელში გაატარა სადაც 2002 წელს გარდაიცვალა.

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. The Sniper Log Book—World War II
  2. Gilbert, Adrian (1996). Sniper: The Skills, the Weapons, and the Experiences. St. Martin's Press, გვ. 88. ISBN 0312957661. 
  3. 3.0 3.1 Rayment, Sean. The long view. The Daily Telegraph. წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2009.
  4. Fire and Ice: The Winter War of Finland and Russia
  5. Sotasankarit-äänestyksen voitti tarkka-ampuja Simo Häyhä (Finnish). MTV3. წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2009.