სიმონ II გურიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონ II გურიელი
Simon Gurieli.jpg
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1625, 1658
მმართ. დასასრული: 1625, 1658
წინამორბედი: მამია II გურიელი, ქაიხოსრო I გურიელი
მემკვიდრე: მალაქია I გურიელი, დემეტრე გურიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1606
გარდ. თარიღი: 1672
მეუღლე: მარიამ დადიანი
დინასტია: გურიელები
მამა: მამია II გურიელი

სიმონ II გურიელი (დ. 1606 — გ. დაახლოებით 1672), გურიის მთავარი 1625, 1658. მამია II გურიელის ძე. 1621 წელს მამამ ცოლად შერთო მანუჩარ I დადიანის ასული, ლევან II დადიანის და – მარიამი. 1625 წელს სიმონმა მოკლა მამა, გახდა გურიის მთავარი და დაუპირისპირდა დადიანებს. სოფელ ლანჩხუთთან შეება ცოლისძმა ლევან დადიანს, რომელმაც დაამარცხა ის, დააბრმავა და მისი ცოლ-შვილი ოდიშს წაიყვანა.

1658 იმერეთის მეფემ ალექსანდრე III-მ და დადიანმა სიმონი კვლავ მთავრის ტახტზე აიყვანეს აშვილეს გურიელთა სახლისშვილი დემეტრე, რომელიც განაგებდა სამთავროს.

სიმონ II გურიელი ბერად შედგა და იერუსალიმს გაემგზავრა, სადაც აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესია-მონასტრების ინტერესების დასაცავად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 352, თბ., 1985 წელი.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: