სიმბოლური ლოგიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმბოლური ლოგიკა, მათემატიკური ლოგიკა - თანამედროვე ფორმალური ლოგიკა, რომელიც შეისწავლის სწორი, გამართული ბჭობისა და დასაბუთების კანონებს სპეციალურად აგებული სიმბოლიკური ენების გამოყენებით (იხ. ლოგისტიკური მეთოდი). კვლევის ეს მეთოდი ტრადიციულ მეთოდებთან შედრებით გაცილებით უფრო ზუსტი და ნაყოფიერია. სიმბოლური ლოგიკის იდეა პირველად გ. ლაიბნიცმა ჩამოაყალიბა. მისი სისტემური განვითარება კი ჯ. ბულის შრომებით დაიწყო XIX საუკუნის შუა წლებში (”ლოგიკის მათემატიკური ანალიზი”, 1847). ამჟამად სიმბოლური ლოგიკა ინტენსიურად განვითარებადი მრავალდარგობრივი მეცნიერებაა.