სილვიო პელიკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სილვიო პელიკო
დაბ. თარიღი 25 ივნისი, 1789
დაბ. ადგილი სალუცო, იტალია
გარდ. თარიღი 31 იანვარი, 1854
გარდ. ადგილი ტურინი, იტალია
საქმიანობა მწერალი, პოეტი
ეროვნება იტალიელი
პერიოდი XIX საუკუნე

სილვიო პელიკო (იტალ. Silvio Pellico; დ. 25 ივნისი, 1789, სალუცო – გ. 31 იანვარი, 1854, ტურინი) — იტალიელი მწერალი. 1820 წელს კარბონართა შეთქმულებაში მონაწილეობისათვის სიკვდილი მიუსაჯეს, რაც 15 წლის პატიმრობით შეუცვალეს. ციხეში დაწერა ავტობიოგრაფიული თხზულება „ჩემი საპყრობილენი“ (1832), რომელშიც უკვე ქრისტიანულ მორჩილებას ქადაგებდა. ეს ნაწარმოები რომანტიკული პროზის ბრწყივვალე ნიმუშადაა აღიარებული. პელიკოს ეკუთვნის მრავალი პიესა, რომელთაგან მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია ჰეროიკულ-პატრიოტულმა ტრაგედიამ „ფრანჩესკა და რიმინი“ (1815). წერდა ტრაქტატებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: