სილვინა ოკამპო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სილვინა ოკამპო. მეუღლის, ადოლფო ბიოი კასარესის, გადაღებული სურათი

სილვინა ოკამპო აგუირე (დ. 28 ივლისი, 1903 წელი – გ. 14 დეკემბერი, 1993 წელი) — არგენტინელი პოეტი და მწერალი.

ოკამპო დაიბადა ბუენოს-აირესში, მანუელ ოკამპოსა და რამონა აგუირეს ოჯახში, სადაც ექვსი შვილიდან ყველაზე პატარა იყო. განათლება მიიღო სახლში კერძო მასწავლებლისგან. მისი ერთ-ერთი და იყო ვიქტორია ოკამპო, ლიტერატურული ჟურნალის „Sur“ გამომცემელი.

სილვინა ოკამპო საფრანგეთში ჯორჯო დე კირიკოს ხელმძღვანელბით მხატვრობას სწავლობდა. 1940 წელს დაქორწინდა ადოლფო ბიოი კასარესიზე, რომლის საყვარელიც 1933 წლიდან იყო. 1954 წელს იშვილა მეუღლის ქალიშვილი – მარტა ბიოი ოკამპო (1954-1994).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]