სილეზიის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სილეზიის უნივერსიტეტი
დევიზი ინგლ. The Future Begins Today
დაფუძნდა 8 ივნისი 1968
ტიპი საჯარო
რექტორი Prof. dr hab. Wiesław Banyś
მდებარეობა პოლონეთის დროშა კატოვიცე, პოლონეთი
მისამართი ul. Bankowa 12, 40-007 კატოვიცე,პოლონეთი
ტელეფონი (+48 32) 359 19 56
(+48 32) 359 19 57
ფერები ლურჯი


სილეზიის უნივერსიტეტი კატოვიცეში - (პოლ. Uniwersytet Śląski w Katowicach, UŚ, ინგლ. The University of Silesia in Katowice, ლათ.  Universitas Silesiensis) ავტონომიური, სახელმწიფო უნივერსიტეტია პოლონეთში, სილესიის სავოევოდოში, ქალაქ კატოვიცეში.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სხვა სამეცნიერო სასწავლო პროგრამებს და ტრენინგებს. გააჩნია 53 მიმართულება და 160-ზე მეტი სპეციალობა.

საერთაშორისო თუ პოლონური რეიტინგების მიხედვით, სილესიის უნივერსიტეტი კატოვიცეში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ქვეყანაში.

ისტორია[რედაქტირება]

სილესიის უნივერსიტეტის წარმომავლობა იწყება 1928 წლიდან. მაშინ, როცა დაარსდა განათლების ინსტიტუტი კატოვიცეში (ინგლ. the Institute of Education in Katowice), რომელიც იმ დროისთვის ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება იყო სილესიის რეგიონის პოლონურ ნაწილში. 1950 წელს ინსტიტუტს სახელი შეეცვალა და ჩამოყალიბდა განათლების უმაღლესი სკოლა კატოვიცეში (ინგლ. Higher School of Education in Katowice). მოგვიანებით სკოლა შეერწყა 1965 წელს კატოვიცეში დაარსებულ კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის (ინგლ. Jagiellonian University ) ფილიალს. 1968 წლის 8 ივნისს ამ ბაზით დაარსდა სილესიის უნივერსიტეტი კატოვიცეში. ეს იყო რიგით მეცხრე უნივერსიტეტი პოლონეთში.

ახალმა უნივერსიტეტმა მოღვაწეობა 5724 სტუდენტით და 4 ფაკულტეტით დაიწყო. ეს ფაკულტეტები იყო:

  1. ჰუმანიტარული ფაკულტეტი
  2. ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის ფაკულტეტი
  3. სამართლის და ადმინისტრირების ფაკულტეტი
  4. ტექნიკური აღზრდის ფაკულტეტი

მდებარეობა[რედაქტირება]

საუნივერსიტეტო კომპლექსის განლაგება რეგიონში

უნივერსიტეტი მდებარეობს პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, ზედა სილესიის მეტროპოლიაში (ინგლ. Metropolitan Association of Upper Silesia). საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს მეტროპოლიის შემდეგ 5 ქალაქს: კატოვიცე, სოსნოვიეცი, ჩეშინი, ხოჟუვი და რიბნიკი. თუმცა უნივერსიტეტის მმართველი ორგანო და ძირითადი ფაკულტეტები განლაგებულია მეტროპოლიის დედაქალაქში, ქალაქ კატოვიცეში.

საერთაშორისო კავშირები[რედაქტირება]

სამართლის და ადმინისტრირების ფაკულტეტის შენობა, კატოვიცე

უნივერსიტეტს აქვს ძლიერი საერთაშორისო ურთიერთობები, 600-ზე მეტი ხელშეკრულების და 1 000-ზე მეტი კვლევითი პროექტის საფუძველზე თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ სასწავლო დაწესებულებასთან, რისი წყალობითაც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სთავაზობს უამრავ გაცვლით პროგრამას.

რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. შედეგად ყოველწლიურად ქართველი სტუდენტები მიემგზავრებიან სილესიის უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად.

უნივერსიტეტი ციფრებში[რედაქტირება]

საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის შენობა, კატოვიცე
  • ლექტორების რაოდენობა: 2 052
  • სტუდენტების რაოდენობა: 32 268
  • ფაკულტეტების რაოდენობა: 12
  • ინსტიტუტების რაოდენობა: 23
  • დეპარტამენტების რაოდენობა: 75

ფაკულტეტები[რედაქტირება]

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის შენობა, სოსნოვიეცი
  • ბიოლოგიისა და გარემოს დაცვის ფაკულტეტი
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ფაკულტეტი
  • ეთნოლოგიისა და საგანმანათლებლო მეცნიერებების ფაკულტეტი
  • თეოლოგიის ფაკულტეტი
  • ინფორმატიკისა და გამოყენებითი მეცნიერებების ფაკულტეტი
  • მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტი
  • პედაგოგიკის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
  • საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტი
  • სამართლის და ადმინისტრირების ფაკულტეტი
  • ფილოლოგიის ფაკულტეტი
  • ქშისტოფ კიეშლოვსკის სახელობის რადიოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი
  • ხელოვნების ფაკულტეტი

კვლევებისა და სწავლების აკადემიური ერთეულები[რედაქტირება]

ინფორმატიკისა და გამოყენებითი მეცნიერებების ფაკულტეტის შენობა, სოსნოვიეცი
  • დისტანციური სწავლების ცენტრი სილესიის უნივერსიტეტში (პოლ. Centrum Kształcenia na Odległość w Uniwersytecie Śląskim)
  • სტრუქტურული კვლევების ფაკულტეტთაშორისო ლაბორატორია (პოლ. Międzywydziałowa Pracownia Badań Strukturalnych)
  • ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტთაშორისო ინდივიდუალური სწავლების ცენტრი (პოლ. Międzywydziałowe Indywidualne Studia Humanistyczne)
  • საბუნებისმეტყველო-მათემატიკური ფაკულტეტთაშორისო ინდივიდუალური სწავლება (პოლ. Międzywydziałowe Indywidualne Studia Matematyczno-Przyrodnicze)
  • საგნმანათლებლო ცენტრი რიბნიკში (პოლ. Ośrodek Dydaktyczny w Rybniku)
  • ევროპული სწავლების ცენტრი (პოლ. Ośrodek Studiów Europejskich Uniwersytetu Śląskiego)
  • უცხო ენების პრაქტიკული სწავლების ცენტრი (პოლ. Studium Praktycznej Nauki Języków Obcych)
  • სპორტის და ფიზიკური აღზრდის ცენტრი (პოლ. Studium Wychowania Fizycznego i Sportu)
  • პოლონური ენისა და კულტურის სკოლა (პოლ. Szkoła Języka i Kultury Polskiej)
  • მენეჯმენტის სკოლა (პოლ. Szkoła Zarządzania Uniwersytetu Śląskiego)
  • მესამე საუკუნის უნივერსიტეტი (პოლ. Uniwersytet Trzeciego Wieku)

სხვა განყოფილებები[რედაქტირება]

ბიოლოგიისა და გარემოს დაცვის ფაკულტეტის შენობა, კატოვიცე
  • უნივერსიტეტის არქივი
  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
  • ფონდი Viribus Unitis
  • სტუდენტური ჟურნალი "SUPLEMENT"
  • ყოველთვიური გამოცემა "Gazeta Uniwersytecka"
  • უნივერსიტეტის მუსიკალური გუნდი "Harmonia"
  • სტუდენტური სიმღერისა და ცეკვის ჯგუფი "Katowice"
  • უნივერსიტეტის ტელევიზია
  • სტუდენტური რადიო "EGIDA"
  • უნივერსიტეტის გამომცემლობა


სტუდენტური საერთო საცხოვრებლები[რედაქტირება]

უნივერსიტეტს გააჩნია მძლავრი სტუდენტური საცხოვრებლების სისტემა. ფლობს 10 საერთო საცხოვრებელს:

  • 3 კატოვიცეში, ლიგოტაში (DS1-"Stonoga", DS2-"Aplikant", DS7-"Szpital") - ტყის პირას გაშენებული მთავარი სტუდენტური კომპლექსი, რომელიც მოიცავს როგორც სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე სტუდენტურ კლუბს ("Straszny dwór"), საუნივერსიტეტო რადიოს ("EGIDA"), ბიბლიოთეკას, ტენისის და სატელევიზიო ოთახებს + სასურსათო მაღაზიებს.
  • 4 სოსნოვიეცში (DS2-"Wutuś", DS3-"Parnas", DS4-"Amorek", DS5-"Ikar")
  • 3 ჩეშინში (DS"UŚKA", DS"CIESZKO", DSN)

გარდა სტუდენტური საცხოვრებლებისა უნივერსიტეტს გააჩნია 4 საცხოვრებელი დოქტორანტების, პროფესორებისა და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებისთვის კატოვიცეში, სოსნოვიეცში, ხოჟუვში და ჩეშინში.

კოორდინატები: 50°15′38″ ჩ. გ. 19°01′41″ ა. გ. / 50.26056° ჩ. გ. 19.02806° ა. გ. / 50.26056; 19.02806

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: