სილაბლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სილაბლი
სილაბლი
სილაბლი
მთავარი პროგრამისტები რიკ კაუდილი, ჰენრიკ ისაკსონი, კრისტიან ვან დერ ვლიეტი
ოპერაციული სისტემის ტიპი ამიგაოესის ნაირი, იუნიქსის ნაირი
ვერცია ალფა
პირველი გამოქვეყნება 0.4.0 / ივლისი 2002
ბოლო გამოქვეყნება 0.6.6 / 15 მაისი 2009
პროცესორი x86
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული
ლიცენზია GPL
საიტი http://www.syllable.org/
ქვედა ტექსტი

სილაბლი — თავისუფალი ოპერაციული სისტემა (GPL-ის ლიცენზიით), მრავალ პროცესიანი და მრავალ სესიანი, ინტელის x86 ტიპის პროცესორებით ახჭურვილი კომპიუტერებისთვის. იგი დაფუძნებულია ათეოესზე. იგი ლამის ფლობს POSIX-ის ნორმას და მოყვება 64 ბიტიანი ფაილური სისტემა, AFS (Atheos File System, ათეოესის ფაილური სისტემა), რომლის შედარება შეიძლება ბიოესის ფაილურ სისტემასთან (BeOS file system - BFS), რომელზედაც არის დაყრდნობილი. მისი გრაფიკული ინტერფეისი გათვლილია იმაზე რომ ადვილად მოსახმარი იყოს. სხვა სისტემებთან შედარებით, ნაკელები პროგარმები აქვს, მაგრამ მრავალი GNU-ს პროგრამები გადმოყვანილია სილაბლისთვის. სილაბლს აგრეთვე აქვს ტერმინალ bash-ი, ვებ-ბრაუზერი (ABrowse), ელ-ფოსტის კლიენტი (Whisper), ტექსტის სარედაქტირო პროგრამა (AEdit). სილაბლი გავს ბიოესს და ამიგაოესს იმის მიხედვით რომ მისი გრაფიკული ინტერფეისი ობიექტ-ორიენტირებულია, მისი API არის C++-ში და შეუძლია მრავალ პროსესორებიანი არქიტექტურის გამოყენება.

აგრეთვე არსებობს LiveCD ვერსია, რომლის გამოყენება შესაძლოა მყარ დისკში დაყენების გარეშე.

ათეოსის პროექტის წინ წასვლა ძალიან შენელდა 2001 წლის დასრულების დროიდან. ისე რომ ბოლოს სულ შეწყდა. ამიტომაც მოყვარულებთა ჯგუფმა, რომლის მეთაურები იყვნენ რიკ კაუდილი (Rick Caudill), ჰენრიკ ისაკსონი (Henrik Isaksson) და კრისტიან ვან დერ ვლიეტი (Kristian Van Der Vliet), გადაწყვიტეს პროქტის გაგრძელება ახალი პროექტის სახელით, რომელიც არის სილაბლი (Syllable). ეს პროექტი მალე პოპულარული გახდა ძველ ათეოსის მომხმარებლების შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]