სიენის უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სიენის უნივერსიტეტი — სამხრეთ ტოსკანის უდიდესი და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1240 წლის 26 დეკემბერს სტუდიუმის სახით. ტრადიციულად ცნობილია სიენის უნივერსიტეტის მედიცინისა და სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტები. მოიცავს 20 000-ზე მეტ სტუდენტს. თვითონ ქალაქ სიენაში არსებული ფაკულტეტების გარდა გააჩნია ფაკულტეტ-ფილიალები არეცოში (ფილოსოფიის, ფილოლოგიის, ეკონომიკის ფაკულტეტები), გროსეტოში, ვალ დელსაში (ქიმიისა და მასალათა ტექნოლოგიის ფაკულტეტი). ასევე გააჩნია წმინდა კიარას სახელობის სადოქტორანტო უმაღლესი სკოლა და უნივერსიტეტი უცხოელთათვის. სიენის უნივერსიტეტთან სხვადასხვა პროექტების საფუძველზე მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ქალაქისვე მონტე პასკი სიენას ბანკის ფონდი.
ცნობილი დამთავრებულები [რედაქტირება]
- ანტონიო ტაბუკი - მწერალი და პორტუგალიური ენის პროფესორი
- როზი ბინდი - პარლამენტარი და იტალიის განათლების მინისტრი
- ჯანნა ნანინი - მომღერალი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- უნივერსიტეტის ვებ-გვერდი (იტალიურ და ინგლისურ ენებზე)
სტატიის