სიგნიფერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რელიეფი კონსტანტინეს არკაზე, სადაც გამოსახულია რამდენიმე სიგნიფერი

სიგნიფერი (ლათ. Signa — ნიშანი, for — ტარება) — ძველი რომის არმიაში უმცროსი ოფიცერი, რომელსაც კოჰორტის ანდაც ლეგიონის ემბლემის — სიგნუმის ტარება ევალებოდა. ლეგიონში ყოველ ცენტურიას საკუთარი სიგნიფერი ჰყავდა (ამიტომაც მათი რაოდენობა 59 იყო). კოჰორტის სიგნიფერი მისი პირველი ცენტურიის სიგნიფერი უნდა ყოფილიყო.

სიგნუმი კი ხის გრძელი ჭოკი იყო, რომელიც გაშლილი ხელისგულის (manus), ფიგურით მთავრდებოდა. ხელისგული ერთგულების ფიცს გამოხატავდა, რომელსაც ჯარისკაცები დებდნენ. სიგნუმს ხშირად დისკოებითა და მედალიონებითაც რთავდნენ. სიგნიფერის კიდევ ერთი ფუნქცია ჯარისკაცებისთვის ჯამაგირის გაცემა და ქვედანაყოფის ფინანსური მართვა იყო. თავად სიგნიფერები ორმაგ ჯამაგირს იღებდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Записки Юлия Цезаря и его продолжателей о галльской войне, о гражданской войне, об александрийской войне, об африканской войне. М. , 1962.
  • Флавий Вегеций Ренат. Краткое изложение военного дела // В кн. Греческие полиоркетики. Вегеций. СПб. , 1996.
  • Robinson H. R. The Armour of Imperial Rome. London, 1975.
  • Simkins M. , Embleton R. The Roman Army from Caesar to Trajan. London. 1991.
  • Голыженков И. , Пархаев О. Армия императорского Рима I-II вв. н.э., Москва, 2000.
  • Карышковский П. С. Материалы к собранию древних надписей Сарматии и Тавриды // ВДИ. 1959. №4. С. 111-130.