სერხიო რამოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სერხიო რამოს გარსია)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერხიო რამოსი
Sergio Ramos
Sergio Ramos Euro 2012 vs France 01.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი სერხიო რამოს გარსია
დაბადების
თარიღი
30 მარტი, 1986 (1986-03-30) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
კამასი, ესპანეთი
სიმაღლე 183
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 4
ახალგაზრდული კარიერა
1996–2003 სევილია
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2004 სევილია ბ 26 (2)
2004–2005 სევილია 39 (2)
2005– რეალ მადრიდი 287 (36)
ეროვნული ნაკრები
2002 ესპანეთი 17 წლ. 1 (0)
2004 ესპანეთი 19 წლ. 6 (0)
2004 ესპანეთი 21 წლ. 6 (0)
2005– ესპანეთი 120 (9)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: - 23 მაისი, 2013.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
- 23 მაისი, 2013.

სერხიო რამოს გარსია (ესპ. Sergio Ramos García [ˈserxjo ˈramos ɣarˈθi.a]; 30 მარტი, 1986) — ესპანეთის ნაკრებისა და „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

სერხიომ ფეხბურთის თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო „სევილიას“ საფეხბურთო აკადემიაში. ადრეულ ასაკშივე თავისი მონაცემებით გააკვირვა მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელები. 2002 წელს გადაიყვანეს „სევილია ბ-ში“, სადაც 1 წლის განმავლობაში ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში მან ჩაატარა 26 შეხვედრა და 1 გოლი გაიტანა. რამოსმა მალევე მიიპყრო სევილიას მთავარი გუნდის ხელმძღვანელთა ყურადღება და უკვე შემდეგ სეზონში მიიწვიეს ადგილობრივი კლუბის ძირითად შემადგენლობაში. 2003 წელს ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგა, სერხიომ 2 წლის განმავლობაში ითამაშა „სევილიაში“, სადაც 39 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მისი გოლი „რეალ მადრიდის“ კარში. პირველ გუნდში თამაშისას სერხიო მთელმა მსოფლიომ გაიცნო, მის თამაშს თვალყურს ადევნებდნენ ევროპული გრანდების აგენტები.

რამოსმა მადრიდელების ყურადღებაც მიიპყრო. 2005 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამეფო კლუბმა ის 27 მილიონად შეიძინა. ამ ტრანსფერში რეალს ერთი უპირატესობა ჰქონდა — იმ დროისათვის სერხიო აცხადებდა, რომ რეალი მისი ოცნების კლუბი იყო. სამეფო კლუბში ის ფერნანდო იეროს შემცვლელად მოიზრებოდა და სიმბოლური იყო ისიც, რომ მას 4 ნომრიანი მაისური მისცეს, რომლითაც წლების განმავლობასი ასპარეზობდა იერო. რამოსმა ამ ხნის განმავლობაში მადრიდისტების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

სერხიო რეალში თავდაპირველად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ შემდეგ, მას პოზიცია შეუცვალეს და განაპირა მცველად ათამაშეს. გულშემატკივრებმა მას გოლეადორი მცველი უწოდეს.

2011 წლის 17 მაისს, რამოსმა „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა 2017 წლამდე და ამ კონტრაქტის მიხედვით ის წელიწადში გამოიმუშავებს 4,5 მლნ ევროს[1].

2012 წლის 7 იანვარს, რამოსმა ჩაატარა თავისი 250-ე შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში[2].

2014 წლის 29 აპრილს რამოსი დაეხმარა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში, შეასრულა დუბლი „მიუნხენის ბაიერნის“ კარში, ასევე დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ და შეხვედრა დასრულდა 0:4. ფინალში კი რამოსმა გადაარჩინა გუნდი წაგებას. „ატლეტიკოსთან“ მან 93-ე წუთზე თავით გოლი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ შეხვედრა „რეალის“ გამარჯვებით დამატებით ტაიმებში 4:1 დასრულდა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

რამოსი 2005 წელს გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. მისი დებიუტი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. აღსანიშნავია, რომ რამოსი 18 წლის ასაკში მიიწვიეს ეროვნულში. რამოსი 2006 წლის მუნდიალის განაცხადში მოხვდა. მან ნაკრებში მიჩელ სალგადოს ადგილი დაიკავა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. რამოსმა ნაკრებთან ერთად მოიგო ევრო 2008 და მსოფლიო 2010. ევრო 2012-ზე რამოსი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

ტიტულები[რედაქტირება]

რეალ მადრიდი[რედაქტირება]

ესპანეთის ნაკრები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  1. http://www.sports.ru/football/97868890.html
  2. http://www.championat.com/football/news-1044031-serkhio-ramos-zapisal-v-svoj-aktiv-250-j-match-v-ramkakh-chempionata-ispanii.html