სერხიო რამირეს მერკადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სერხიო რამირესი)
სერხიო რამირესი
სერხიო რამირესი

ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1985 – 1990
პრეზიდენტი  დანიელ ორტეგა
წინამორბედივაკანტური
მემკვიდრევირხილიო რეიეს გოდოი

დაბადებული5 აგვისტო, 1942
მასატეპე, ნიკარაგუა
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიასანდინისტების ეროვნილ-ლიბერალური ფრონტი
მეუღლეხერტრუდის ხერერო მაიორხა
საქმიანობამწერალი, პოლიტიკოსი

სერხიო რამირეს მერკადო (ესპ. Sergio Ramírez Mercado; დ. 5 აგვისტო, 1942, მასატეპე, ნიკარაგუა) — წამყვანი ნიკარაგუელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც დააარსა ეროვნული აღორძინების მთავრობის ხუნტა და იყო ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ორტეგას ადმინისტრაციაში 1985-1990 წლებში.

პირველი წიგნი გამოაქვეყნა 1963 წელს სახელწოდებით Cuentos, ერთი წლის შემდეგ ოქროს მედლით დაასრულა ლეონის ავტონომიური უნივერსიტეტი.

1977 წელს გახდა „თორმეტის ჯგუფი“-ს მეთაური. ეს იყო ინტელექტუალების, მღვდლების, საქმოსნებისა და სამოქალქო საზოგადოების გაერთიანება, რომელიც მხარს უჭერდა სანდინისტას ეროვნულ-ლიბერალურ ფრონტს ანასტასიო სომოსა დებაილეს რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. 1979 წელს, რევოლუციის გამარჯვების შემდეგ იგი შედის სამთავრობო ხუნტაში და თავმჯდომარეობს ეროვნული განათლების კომიტეტს. 1984 წელს აირჩევენ ვიცე-პრეზიდენტად, 1885 წელს კი ფიცს დადებს.

მას შემდეგ, რაც ლიბერალურ-ეროვნული ფრონტი დაამარცხა გაერთიანებული ეროვნული ოპოზიციის წარმომადგენელმა ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორომ 1990 წელს, 1995 წლამდე უძღვებოდა სანდინისტას ბლოკს ეროვნულ ასამბლეაში. სანდინისტას პოლიტიკურ ლიდერებთან, მათ შორის დანიელ ორტეგასთან, განსხვავებული შეხედულებების გამო, 1995 წელს იგი აარსებს სანდინისტას აღორძინებულ მოძრაობას. ამის შემდეგ მას სანდინისტები გარკვეულწილად უპირისპირდებიან და აკრიტიკებენ. 1996 წელს მონაწილეობას უშედეგოდ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში. დღესდღეობით იგი ჩამოშორდა პოლიტიკას და ცხოვრობს მანაგუაში.

დაქორწინდა ხერტრუდის ხერერო მაიორხაზე, 1964 წელს. ჰყავს სამი შვილი: მარია, დორელი, სერხიო და ექვსი შვილიშვილი. პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის დროსაც არ შეუწყვეტია ლიტერატურული მონაწილეობა. მისი წიგნებია:

  • De Tropeles y Tropelías (1971)
  • El Pensamiento vivo de Sandino (1975)
  • Charles Atlas también muere (1976)
  • ¿Te dio miedo la sangre? (1978)
  • Castigo Divino (1988)
  • Clave de Sol (1993)
  • Un baile de máscaras (1995)
  • Cuentos Completos (1998)
  • Margarita, está linda la mar (1998)
  • Adiós muchachos (1999)
  • Mentiras Verdaderas (2001)
  • Catalina y Catalina (2001)
  • Sombras nada más (2002)
  • Mil y una muertes (2004)
  • El Reino Animal (2006)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]