სერენაი სარიქაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერენაი სარიქაია
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1992 (1992-07-01) (31 წლის)
ანტალია
თურქეთის დროშა თურქეთი
სხვა სახელები სერე
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2006-დღემდე
სიმაღლე 1,75 სმ
წონა 55 კგ
ჯილდოები ოქროს პეპელა წლის საუკეთესო მსახიობი ქალი
საიტი http://serenaysarikaya.com.tr/

სერენაი სარიქაია (თურქ. Serenay Sarıkaya; დ. 1 ივლისი 1992, ანთალია, თურქეთი) — თურქი მოდელი და მსახიობი. 2010 წლის 1 აპრილს გახდა მის თურქეთი. 15 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში სადაც მეორე ადგილი დაიკავა და ჟიურის სპეიცალური ჯილდოც გადაეცა.

სარიქაიას დებიუტი სატელევიზიო შოუში შედგა 2006 წელს ფილმში დაბნეული და შემდეგ მოჰყვა ფილმი პლაჟზე (2008) იმავე წელს კი მონაწილეობა მიიღო ფილმში ლიმნის ხე და ზღაპარი და სატელევიზიო შოუში "ადანალი" (2008–2010). სარიქაიამ მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში მის თურქეთი (2010) სადაც პირველ ადგილზე გავიდა, საერთაშორისო პოპულარობა კი სერიალმა ტიტების დრო (2010–2012) და გზაჯვარედინი (2013–2015) მა მოუპოვა და კრიტიკოსებისაგან მრავალი ჯილდო დაიმსახურა მათ შორის ოქროს პეპელა 2015 - 2016 წლებში. გარდა ამისა სარიქაია სამსახიობო კარიერის გარდა გამოჩნდა ეკრანზე როგორც სარეკლამო სახე, ის მრავალი ბრენდის სახეა და 2014 წელს GQ Turkey დასახელა წლის ქალად.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერენაი სარიქაია დაიბადა 1992 წლის 1 ივლისს ანტალიაში სეიჰან უმრანის და მუსტაფა სარიქაიას ოჯახში,[1] 7 წლამდე ანტალიაში ცხოვრობდა მშობლების განქორწინების შემდეგ კი დედასთან ერთად სტამბოლში[2][3] გადავიდა საცხოვრებლად, მან სტამბოლის "სალიჰ კონჩას" სკოლა დაამთავრა,ბავშობიდან სურდა მოდელობა, მისი საყვარელი აქტივობა ფრენბურთი , კალათბურთი და ლათინური ცეკვები იყო.15 წლის ასაკში სარიქაიამ ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობა მიიღო სადაც მეორე ადგილი დაიკავა და ჟიურისგან პრიზიც ხვდა წილად.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006–12: კინო ფილმები და სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს მას შემდეგ რაც მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში ჩეხეთში, მან მონაწილეობა მიიღო ფილმში დაბნეული,[5] 2008 წელს მონაწილეობა მიიღო სარეკლამო რგოლში Turkcell და შემდეგ მეორე ფილმი პლაჟზე, და მალავე მნიშვნელოვანი როლი მიიღო სატელევიზიო შოუში ზღაპარი და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო სერიალში ლიმნის ხე ,სერენაი გადაღებული იქნა სერიალში ადანალი მეჰმეთ აკიფ ალაკურტთან ერთად და განასახიერა სოფიას პერსონაჟი. 2010 წლის 1 აპრილს გამოვიდა მის თურქეთზე სადაც პირველი ადგილი დაიკავა, მას თურქეთი მის სამყაროზე უნდა წარედგინა, მაგრამ ეს შანსი დაკარგა რადგან უნდოდა სამსახიობო კარიერა. 2010 წელს მონაწილეობა მიიღო შუკრან ავშარის სერიალში ტიტების დრო, სადაც მან იეშიმ ტაშკირანი განსახიერა, მას პარტნიორობა ტოლგაჰან საიშმანმა და ჰატიჯე ასლანმა გაუწია, მეორე სეზონიდან კასტს კი სელენ სოიდერი შეუერთდა, სარიქაიამ სერიალში სიმღერები ჩაწერა მას ალბომის შექმნაც შესთავაზეს, მაგრამ სარიქაია შემოთავაზებაც არ დასთანმდა რადგან არ აპირებდა მუსიკალური კარიერის შექმნას, 2011 წელს მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში მშვიდობით, 2012 წელს კი ტიტების დრო-ის კასტს გამოეთიშა.[6][7]

2013–დღემდე: გზაჯვარედინი და სხვა პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მაისში სარიქაიამ მონაწილეობა მიიღო ფილმში Behzat Ç. Ankara Yanıyor ფილმის ისტორია დაყრდნობილი იყო იმავე სახელწოდების სერიალზე, სარიქაიამ მელისას პერსონაჟი განასახიერა, ის ნარკობარონის გელფრენის როლს ასრულებდა. იმავე წელს სერენაი სარიქაიამ ჩაგათაი ულუსოისთან ერთად მონაწილეობა მიიღო სერიალში გზაჯვარედინი, რომელიც რიმეიქია ამერიკული სერიალის The O.C. სერენაიმ მირა ბელიჯეს პერსონაჟი განასახიერა. სერენაის და ჩაგათაის ერთობლივი პროექტი საოცრად პოპულარული გახდა და ის არაერთმა უცხო ქვეყანამ შეისყიდა. სერიალმა "სეულის საერთაშორისო" დაჯილდოებაზე საუკეთესო დრამა სერიალის ტიტული აიღო. 2014 წელს გზაჯვარედინის კასტის ერთ-ერთ წევრთან ჰაზარ ერგუჩლუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო Elidor რეკლამაში,მოგვიანებით ის გახდა Mavi Jeans ახალი სახე ,სარიქაია ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში იქნა გადაღებული და სარეკლამო რგოლში ბრაზილიელ მოდელ ფრანცისკო ლაჩოვსკისთან ერთად,2014 წლის სექტემბერში კი კვლავ იქნა ახალ რეკლამაში გადაღებული, 2015-2016 წლებში კი კერემ ბურსინთან ერთად მონაწილეობს ჯინსების კომპანის სარეკლამო რგოლებში, მავის სახე ასევე ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა არის. სერენაი სარიქაია თურქეთში ყველაზე მაღალანზღაურებად მოდელად და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად ითვლება, რომელსაც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იცნობენ.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერენაი სარიქაია 2015 წლიდან ამერიკელ-თურქ მსახიობ და მოდელ ქერემ ბურსინს ხვდება,მათი სიყვარულის ისტორია ბრენდ MAVI-ს რეკლამის გადაღებებზე დაიწყო, სერენაი სარიქაია და ქერემ ბურსინი დიდი რაოდენობით იღებენ შემოთავაზებებს მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ ერთად არიან. ორივე დათანხმდა ახალ სასიყვარულო ფილმში მონაწილეობაზე, თურქული კინემატოგრაფია ელოდება ახალ შედევრს სადაც სერენაი და ქერემი ერთად იქნებიან.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006 დაბნეული Şaşkın ითირი
2008 ზღაპარი Peri Masalı ტალია
2008 პლაჟზე Plajda ასლი
2008 ლიმნის ხე Limon Ağacı პერი
2008-10 ადანალი Adanalı სოფია
2010 როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი How to Train Your Dragon ასტრიდი
2011 ნაზვამდის Hoşçakal სარა
2010-12 ტიტების დრო Lale Devri იეშიმი
2013-15 გზაჯვარედინი Medcezir მირა
2016 დილა მშვიდობისა საყვარელო Günaydın sevgili დილარა
2023 ოჯახი Aile დევინი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-26. ციტირების თარიღი: 2021-04-26.
  2. Serenay Sarıkaya - Sibel Arna röportajı Turkish.
  3. Serenay Sarıkaya: Aşk inandığım bir şey değil Turkish (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 May 2015. ციტირების თარიღი: 24 April 2015.
  4. Serenay Sarıkaya: Aşk inandığım bir şey değil Turkish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 1 მაისი 2015.
  5. http://sinematurk.com/film/9067-saskin/
  6. Serenay Sarıkaya diziden neden ayrılıyor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-13. ციტირების თარიღი: 2016-06-01.
  7. Serenay Sarıkaya Lale Devri'nden Ayrılıyor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-20. ციტირების თარიღი: 2016-06-01.