სერგო შალიბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგო შალიბაშვილი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი სერგო შალიბაშვილი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 22 ივნისი, 1962
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდ. თარიღი 16 ივლისი, 1983
გარდ. ადგილი ედმონტონი, კანადა
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირი
სპორტი დაივინგი
სახეობა ტრამპლინიდან ხტომა
პლატფორმიდან ხტომა
გუნდი საბჭოთა კავშირის ნაკრები
მწვრთნელი იურა გუტიკულოვი
მედლები
იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლი 1978 16წ.
სსრკ თასის ჩემპიონატი
ოქრო 1978 16წ.
სსრკს ჩემპიონატი
ბრინჯაო 1979 17წ.
სსრკ თასის ჩემპიონატი
ოქრო 1979 17წ.
სსრკს ჩემპიონატი
ოქრო 1980 18წ.
სსრკ თასის ჩემპიონატი
ოქრო 1980 18წ.

სერგო შალიბაშვილი (დ. 22 ივნისი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 6 ივლისი, 1983, ედმონტონი, კანადა) — საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაიღუპა მსოფლიო უნივერსიადაზე შეჯიბრებისას 10-მეტრიანი კოშკურიდან შესრულებული ნახტომით მიღებული ტრავმით. 1983 წელს, გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ოლიმპიური ორდენით.

მსოფლიო უნივერსიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიადაზე (სტუდენტებს შორის, საერთაშორისო შეჯიბრება) სერგოს კოშკურიდან ასრულებდა ილეთს, რომელსაც "სამ-ნახევარი უკან, წინა დგომიდან" (იგივე "ავერბახი" - იმ ადამიანის პატივსაცემად, ვინც ეს ნახტომი პირველად შეასრულა) ჰქვია. სერგო 10 მ-ის სიმაღლიდან გადმოხტა და ნახტომის შესრულებისას სადგარს ჩამოარტყა თავი. ილეთი ისეთი სიძლიერით ჰქონდა დაწყებული, რომ ნახევარი ბრუნი კიდევ გააკეთა და წყალში ჩავარდა. იმ დღეს შეჯიბრება შეწყდა და სერგო სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავის ფუძე ჰქონდა მოტეხილი. იგი 2 დღის განმავლობაში აპარატზე იყო შეერთებული რის შემდეგაც გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]