სერგეი სმირნოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგეი სმირნოვი
დაბ. თარიღი 16 სექტემბერი 1895
დაბ. ადგილი ივანოვო-ვოზნესენსკი
გარდ. თარიღი 20 აგვისტო 1947
გარდ. ადგილი ლენინგრადი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
ჯილდოები 3 ლენინის ორდენი, აგრეთვე ორდენი და მედლები

სერგეი სერგეის ძე სმირნოვი (რუს. Смирнов, Сергей Сергеевич; დ. 16 სექტემბერი 1895, ივანოვო-ვოზნესენსკი — გ. 20 აგვისტო 1947, ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი. მინერალოგიის ცნობილი მკვლევარი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943). საფრანგეთის მინერალოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (1947).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1919 წელს დაამთავრა პეტროგრადის სამთო ინსტიტუტი. 1919-1941 წლებში იყო გეოლოგიური კომიტეტის თანამშრომელი, 1930 წლიდან — აგრეთვე ლენინგრადის სამთო ინსტიტუტის პროფესორი. 1945 წლიდან ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მადნეულთა განყოფილებას.

სმირნოვის ძირითადი შრომები ეხება მადნეულ საბადოთა მინერალოგიის და მადანთწარმოქმნის საკითხებს. გამოკვლევები მიეძღვა ბაიკალისპირეთის, პრიმორიესა და სსრკ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილის მადნეულთა ადგილმდებარეობას.

სმირნოვის შრომებში დეტალურადაა გაშუქებული მრავალი მინერალის სახეობა, ადგილმდებარეობა და პირობები. მადანთწარმოქმნის თეორიის საკითხებში სმირნოვმა დაჩრდილა უცხოელ მკვლევართა მცდარი თეორიები (ვალდემარ ლინდგრენის, უილიამ ემონსისა და სხვათა შეხედულებები). დაამუშავა მოძღვრება ჰიდროთერმულ საბადოთა ზონალურობისა და მაგმატიზმის ამ ტიპის გამადნების კავშირის შესახებ. სერგეი სმირნოვმა აღმოაჩინა და აღწერა რკინის მადნეულის რიგი ადგილმდებარეობა, ასევე ფერადი და იშვიათი მეტალები. გამოზარდა არაერთი მადნეულთა სკოლის წარმომადგენელი.

სსრკ სახელმწიფო პრემია (1946). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, აგრეთვე ორდენითა და მედლებით.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Зона окисления сульфидных месторождений, М., 1951: Избр. труды, М., 1955;
  • Полиметаллические месторождения и металлогения Восточного Забайкалья, М., 1961;
  • Рудные месторождения и металлогения восточных районов СССР, М., 1962.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 443, თბ., 1985 წელი.
  • Григорьев Д. П., Шафрановский И. И., Выдающиеся русские минералоги, М. — Л., 1949 (имеется лит.);
  • Смирнов В. И., Основоположник советской металлогении. (К пятнадцатилетию со дня смерти академика С. С. Смирнова), წგნ.: Закономерности размещения полезных ископаемых, т. 5, М., 1962.