სერგეი ნიგოიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი ნიგოიანი

სერგეი ნიგოიანი
დაბადების თარიღი 2 აგვისტო 1993
ბერეზნოვატოვკა
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი 2014
კიევი

სერგეი ნიგოიანი (უკრ. Сергій Нігоян, სომხ. Սերգեյ Նիգոյան; დ. 2 აგვისტო 1993, ბერეზნოვატოვკა[1] — გ. 22 იანვარი 2014, კიევი) — ევრომაიდანის ერთ-ერთი მონაწილე.

დაიბადა 1993 წელს დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ბერეზნოვატოვკაში, მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომეხის ოჯახში.[2] 2011 წელს ჩააბარა დნეპროდერჟინსკის ფიზიკური აღზრდის კოლეჯში, საიდანაც გარიცხეს 2013 წელს.[3] აქტიურად იყო დაკავებული კარატეთი. გატაცებული იყო რადიოტექნიკით.[4] 2013 წლის 8 დეკემბრიდან დაწყებული იყო ევრომაიდანის ერთ-ერთი აქტიური წევრი. იმავე წლის დეკემბერში ბარიკადების ფონზე ჩაწერა ვიდეო, სადაც წაიკითხა ტარას შევჩენკოს პოემა „კავკასია“.[5] 2014 წლის 22 იანვარს მოკლეს უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს კიევში გრუშევსკის ქუჩაზე. დაკრძალეს სოფელ ბერეზნოვატოვკაში, უკრაინის ჰიმნის ფონზე.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]