სერბეთის მოქალაქის პასპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერბეთის მოქალაქის პასპორტი (სერბ. пасош, pasoš) გაეცემათ ნებისმიერი ასაკის სერბეთის მოქალაქეებს, როგორც საერთაშორისო მოგზაურობების მთავარი დოკუმენტი.

პასპორტი გამოიცემა სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ან, თუ მოქალაქე ქვეყნის საზღვარს გარეთაა, საელჩოს მიერ. პასპორტი წარმოადგენს იდენტიფიკაციისა და მოქალაქეობის დამტკიცების საშუალებას, გარდა ამისა, ის ამარტივებს საზღვარგარეთ მყოფი ოფიციალური საკონსულოებისგან დახმარების მიღებას. მოქალაქეებს არ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე პასპორტის ქონა.

2008 წლის 7 ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სერბეთის მოქალაქეებისთვის ახალი ბიომეტრიული პასპორტების გაცემა.

სერბეთისა და ჩერნოგორიის მოქალაქეები ჯერ კიდევ იყენებენ იუგოსლავიის ძველ სამოქალაქო პასპორტებს, რადგან სერბეთიც და ჩერნოგორიაც შედიოდა ამ სახელმწიფოში, სანამ არ შეიქმნა სერბეთი და ჩერნოგორია 2006 წელს. მოძველებული იუგოსლავური პასპორტები უსარგებლო გახდა 2009 წლის 31 დეკემბერს.[1]

მაშინაც კი, როდესაც 2003 წელს იუგოსლავიის ფედერალურმა რესპუბლიკამ შეიცვალა სახელი სერბეთი და ჩერნოგორიაზე, პასპორტი სახელმწიფოს ახალი სახელით არ გამოუციათ, შესაძლოა, იმიტომ, რომ მოსალოდნელი იყო ალიანსის გაწყვეტა, რომელიც 2006 წელს წარმოიქმნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]