სეპტორიოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეპტორიოზიმცენარეთა სოკოვანი დაავადება, რომელსაც იწვევს septoria-ს გვარის სოკოები. ავადდება მარცვლოვნები, პამიდორი, მსხალი, ვაზი, სოია, ფეტვი, კანაფი და სხვა. დაავადება ვლინდება უმეტესად ფოთოლზე ყავისფეარშიიანი თეთრი ან ნაცრისფერი, მომრგვალო, დაკუთხული ან წაგრძელებული ლაქების სახით. სპორა ვრცელდება და მცენარეს აზიანებს ტენიან ამინდში. ძლიერ დაავადებული ფოთოლი და ყლორტი ხმება, ტოტი მუქდება, ნაოჭდება და ხშირად იღუნება. მარცვლოვნებში მარცვალი განუვითარებელი რჩება.

ბრძოლის ღონისძიებანი: მცენარეული ნარჩენების მოსპობა, თესლბრუნვის გამოყენება, ფუნგიციდების შესხურება, გამძლე ჯიშების შერჩევა, სრული მინერალური სასუქის გამოყენება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]