სენ-სულპისის მოედანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
6e Arrt.
Paris street enseigne top.gif
Paris enseigne tl.gif
Paris enseigne tr.gif
Place SAINT-SULPICE
Paris plan pointer jms.gif
Paris plan wee green jms.jpg
ოლქი VI
უბანი ლათინური კვარტალი
სიგრძე 60 მ
სიგანე 60 მ
შეიქმნა 1754
დაერქვა
Fontaine Saint-Sulpice 00.JPG
ოთხი ეპისკოპოსის
შადრევანი
Paris enseigne bl.gif
Paris enseigne br.gif

სენ-სულპისის მოედანი (ფრანგ. Place SAINT-SULPICE) — ვრცელი საზოგადოებრივი სივრცე სენ-სულპისის ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს, აგებული 1754 წელს როგორც მყუდრო ბაღი პარიზის VI ოლქის ლათინურ კვარტალში.

მოედნის ღირსშესანიშნაობა ეკლესიის გარდა მის ოთხი ეპისკოპოსის შადრევანია (Fontaine des Quatre Evêques), რომელიც მის ცენტრში 1844 წელს ააგეს არქიტექტორი იოაკიმ ვისკონტის პროექტით. შადრევანზე ოთხი ეპისკოპოსის ქანდაკებაა ოთხივე მხარეს: ბოსუე, ფენელონი, ფლეშიე და მასიონი. ზოგიერთი ამ მონუმენტურ შადრევანს "ოთხი კარდინალური მიმართულების შადრევანსაც" უწოდებს (fontaine des quatre points cardinaux). თუმცა ეს მხოლოდ სიტყვების თამაშია; არც ერთი ამ ოთხ ეპისკოპოსთაგან კარდინალი არ გამხდარა.

მოედანზე განლაგებული წაბლის ხეები გაზაფულზე ვარდისფრად ყვავილობს. განაპირა "კაფე დე ლა მერი" მწერლებისა და სტუდენტების შეხვედრის ადგილია. აქვეა მეექვსე ოლქის მერიაც.