სენ-ჟერმენული ბრაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენ-ჟერმენული ბრაკი
წარმოშობის ქვეყანა საფრანგეთი
თვისებები
წონა მამრი 20-25 კგ.
მდედრი 15-20 კგ.
სიმაღლე მამრი 58-62 სმ.
მდედრი 54-58 სმ.
ბეწვი თეთრი ნარინჯისფრით
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

სენ-ჟერმენული ბრაკი (ფრანგ. Braque Saint-Germain) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში 1830-იან წლებში.

ამ ჯიშის ხანდაზმულობაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი შეფერილობის მეძებარი გამოსახულია ლუვრში ერთ-ერთ ნახატზე, რომელიც ლუი XV განეკუთვნება. საფრანგეთის რევოლუციის დროს ამ ჯიშის წარმომადგენლების რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ჯიშის აღსადგენად გადარჩენილი ძაღლები შეაჯვარეს ინგლისურ პონტერებთან და ფრანგულ გასკონურ მეძებართან. სენ-ჟერმენული ბრაკი, რომლის შეფერილობა თეთრ ფონზე გაბნეულ ნარინჯისფერ ლაქებს წარმოადგენს, ინგლისური პოინტერის "გრძელ" ვერსიას ჰგავს. მისგანვე, როგორც ჩანს, მემკვიდრეობით მიიღო მშვიდი, დამჯერი და ერთგული, თუმცა ზოგჯერ ნერვიული ხასიათი.

ხმელეთზე მოსიარულე ნადირზე შესანიშნავი მონადირე, სენ-ჟერმენი ადვილად იწვრთნება და ყველასთვის საყვარელი, შესანიშნავი კომპანიონი ხდება, ის თავს ერთნაირად კარგად გრძნობს როგორც ქალაქის ბინაში, ასევე სოფლის სახლშიც. სენ-ჟერმენის გაწვრთნა მხოლოდ რბილი მეთოდით უნდა მოხდეს.

სენ-ჟერმენულ ბრაკს აქვს თხელი, რბილი ყურები, ოდნავ ამობურცული თავის ქალა. კუდი ბოლოსკენ ვიწროვდება. აქვს მოკლე, თხელი, რბილი ბალანი. კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს, კარგად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს, ადვილად იწვრთნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]