სენ-ჟაკის კოშკი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|სენ-ჟაკის კოშკი}} |
სენ-ჟაკის კოშკი (ფრანგ. Tour Saint-Jacques) — 52 მ გვიანდელი გოტიკის სტილის კოშკი პარიზის მეოთხე ოლქის ამავე სახელობის სკვერში; ყოფილი სენ-ჟაკ-ლა-ბუშერის ეკლესიის სამრეკლო.
1523 წელს დასრულებული კოშკი ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ელემენტია ამ ადგილას მდგარი რომანული ეკლესიის, რომლის აგება ყასაბთა გილდიას დაუფინანსებია. ეკლესია XVI საუკუნეში გადაუკეთებიათ; რომანული სტილი გოტიკურით შეუცვლიათ და ამ პერიოდში მიუშენებიათ კოშკიც.
ეკლესიის კრიპტაში დაუმარხავთ განთქმული ალქიმიკოსი ნიკოლა ფლამელი. 1648 წელს ფრანგი მენციერი ბლეზ პასკალი ამ კოშკიდან ატმოსფერულ წნევაზე დაკვირვებას აწარმოებდა. 1797 წელს ეკლესია სახალხო საკუთრებად გამოაცხადა რევოლუციურმა მთავრობამ და იგი შემოსავლიან საქონლად - ქვებად - დაშალეს. სამრეკლო არენდით გადასცეს ადგილობრივ ხელოსანს, რომელიც 50 მ სიმაღლიდან გამდნარ ტყვიას ასხამდა სპეციალური საცერზე, სადაც გაცივების შემდეგ ის მცირე ზომის ბურთულების სახეს იღებდა მის ქვეშ დადგმულ წყლიან კასრებში.
1981 წლიდან კოშკში და სკვერში მეტეოსადგური მდებარეობს.