სენოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სენოტი (ესპ. cenote) — ბუნებრივი ჭა ან მცირე ტბა გარშემო კლდის შვერილებით. სენოტს მაიას ტომები წყლის ჭებად და მსხვერპლშესაწირ ადგილად იყენებდნენ. ყველაზე ცნობილი სამსხვერპლო ადგილია წმინდა სენოტი ჩიჩენ-იცაში. მაიას ენაზე სენოტი ჟღერდა როგორც „ცონოტ“ — რაღაც ღრმა.

მაიას ტომებს სენოტები „საიქიოს კარიბჭედ“ მიაჩნდათ, ხოლო ამ ჭებიდან ამოღებული წყალი — წმინდად. სენოტების გაჩენა წვიმისა და ჩამდინარე წყლებს უკავშირდება, რომლებიც მიწისქვეშა მდინარეებს უერთდება.

სენოტების უმეტესი ნაწილი ნახევარკუნძულ იუკატანზეა აღმოჩენილი.

იუკატანის ზოგიერთი სენოტი, მაგალითად, დოს-ოხოსი (ესპ. Dos Ojos) და ჩაკ-მოლი (Chac Mol) დაივინგის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]