სენეგალის ეთნიკური ჯგუფები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენეგალის ეთნიკური ჯგუფების რუკა 1850 წელს, დევიდ ბოილატის ჩანახატი.

სენეგალის ტერიტორიაზე ცხოვრობს ბევრი ეთნიკური ჯგუფი. 2005 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 20-ს.[1] ამ ეთნიკურ ჯგუფებს შეისწავლიდა ჩეიხ ანტა დიოპი, თუმცა მისი კვლევები დღეისთვის კამათის საგანს წარმოადგენს.

მსხვილი ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუმბა ენდოფენ ჯოფ II
  • უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფია ვოლოფი, რომელიც მთლიანი მოსახლეობის 43.3%-ს შეადგენს.[2] ისინი ძირითადად დასავლეთში ცხოვრობენ. მათი ისტორიული ფესვები მოდის კაიორის, ვაალოს და ჟოლოფის სამეფოებიდან. მათი უმეტესობა მიურიდი ან ტიჯანია მუსლიმია. ვოლოფების დომინირება წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით იზრდება, ამას სენეგალის ვოლოფიზაციას უწოდებენ.[3] საუბრობენ ვოლოფზე.
  • ფულბე არის ის ხალხი, რომლებიც საუბრობენ ფულანზე. ისინი სიდიდით მეორე ჯგუფია და შეადგენენ მოსახლეობის 23.8%-ს.[2] მას შემდეგ რაც აჰმედ სეკუ ტურე გახდა გვინეის პრეზიდენტი, ბევრი გვინიელი ფულბე გადავიდა სენეგალში.
  • მესამე ჯგუფია სერერები, რომლებიც მთლიანი მოსახლეობის 14.7%-ს შეადგენენ.[2] სერერების კოლონიიზაციამდელი სამეფოები იყო: სინი, სალუმი, ბიფეჩი, ბაოლი (რომელსაც ჯოფების დინასტია მართავდა). სერერების შუა საუკუნეების ისტორია ისლამიზაციის წინააღმდეგ ბრძოლით ხასიათდება. სერერები ფრანგი კოლონიზატორების წინააღმდეგაც აქტიურად იბრძოდნენ. მათგან ბევრი საუბრობს ჩანგანზე.
  • ჯოლა მოსახლეობის 5%-ს შეადგენს. მათი უმრავლესობა ცხოვრობს ზიგინჩორის რეგიონში. თავს ძირითადად თევზაობით და ბრინჯის მოყვანით ირჩენენ. ტრადიციულად მისდევდნენ ანიმიზმს და ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ქრისტიანობის ასევე ისლამის გავრცელებას.[4] დღეისთვის ჯოლას უმეტესობა აღიარებს ქრისტიანობას ან ისლამს, ბევრი ამ რელიგიიების და ანიმისტური რწმენების ურევს. ჯოლას ხალხი თავის ეთნიკურ განსხვავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.[5]
  • რამდენიმე მცირე ჯგუფი დაკავშირებულია მანდინკასთან. მათი საერთო რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 4%-ს შეადგენს.
  • სონინკები მოსახლეობის 0.5%-ს შეადგენენ. სონინკების უმეტესობა ტრადიციულად მალიში ცხოვრობს. სონინკების ისლამიზაცია სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე ადრე მოხდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mara A. Leichtman (2005). „The legacy of transnational lives: Beyond the first generation of Lebanese in Senegal“. Ethnic and racial studies. 28 (4): 663–686. doi:10.1080/13569320500092794.
  • Papa Oumar Fall, «The ethnolinguistic classification of Seereer in question», in Altmayer, Claus / Wolff, H. Ekkehard, Les défis du plurilinguisme en Afrique, Peter Lang, Frankfurt am Main, Berlin, Bern, Bruxelles, New York, Oxford, Wien, 2013, pp. 47–60

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2007) Atlas du Sénégal (fr). Paris: Éditions J. A., გვ. 72–73. 
  2. 2.0 2.1 2.2 The World Factbook:Senegal. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 27 August 2012.
  3. Donal Cruise O'Brien (1979). „Langues et nationalité au Sénégal. L'enjeu politique de la wolofisation“. Année africaine (ფრანგული). Pédone: 319–335.
  4. Christian Roche (2000). Histoire de la Casamance : Conquête et résistance 1850-1920 (fr). Karthala, გვ. 408. ISBN 2-86537-125-5. 
  5. Jean-Claude Marut (2002). „Le problème casamançais est-il soluble dans l’Etat-nation?“. Le Sénégal contemporain (ფრანგული). Paris: Karthala: 425–458. ISBN 2-84586-236-9.