სენეგა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სენეგა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Polygala senega | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
სენეგა (Polygala senega) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე წიწინაურისებრთა ოჯახისა. მისი ღეროების სიმაღლე 25 სმ აღწევს. ლანცეტა ფოთლები და მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი მომწვანო ან თეთრი წვრილი ყვავილები აქვს. იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერი სარტყლის ტყეებში. სამკურნალო მცენარეა. ფესვი შეიცავს საპონინებს (უმთავრესად სენიგინს), ეთეროვან ზეთს, ფისებს. მის ნაყენს და ნახარშს ამოსახველებელ საშუალებად ხმარობენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 285, თბ., 1985 წელი.