სენაკი (ბერის სადგომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენაკები დავითგარეჯას მონასტრის ეზოში

სენაკი (ბერძნ. κελλίον, მრავლ. -ία, κέλλα; ლათ. сеllа — „ოთახი, სადგომი“) — ბერის ან მონაზვნის საცხოვრებელი, ცალკე გამოყოფილი ოთახი მონასტერში.

სიტყვის განმარტება[რედაქტირება]

სულხან–საბა ორბელიანი თავის „სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს სიტყვა „სენაკს“:

ვიკიციტატა
„მცირე სახლაკი. მონოზნის სადგომი მცირე. კელენი, მცირე სადგომი.“

„ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„სენაკი — ცალკე ოთახი ბერისათვის, მონაზვნებისათვის, განდეგილებისათვის.“

მნიშვნელობა[რედაქტირება]

სენაკი არის ცაკლკე გამოყოფილი ოთახი მონასტრებში, მინიმალური შიდა მოწყობილობით: მაგიდა, სკამი, ტახტი. ხშირად გვხვდება წიგნების თარო და ხატის დასადგამი.

მონასტრის ტრადიცია ითვალისწინებს, რომ მთელი იმ დროს, როცა ბერ–მონაზონი დაკავებული არ არის სამონასტრო სამსახურით ან წირვა–ლოცვებში არ მონაწილეობს, ის ატარებს თავის სენაკში და ლოცულობს ან სასულიერო წიგნებს კითხულობს.

მონასტრების წესდებით მამათა სავანეში და, კერძოდ, სენაკებში უცხო პირთა შესვლა არ შეიძლება, ხოლო საპირისპირო სქესის პირებს ეს ეკრძალებათ, გარდა ნათესავებისა და ისიც იშვიათი გამონაკლისის სახით (სენაკში დაყუდებული ბერის ავადმყოფობა და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სულხან–საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, თბ., გამომცემლობა მერანი, 1993, გვერდი 82
  • ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი (ერთტომეული), თბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 1986, გვერდი 405

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]