სემიზ ალი-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სემიზ ალი-ფაშა
ოსმალეთის 38-ე დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 10 ივლისი, 1561
მმართ. დასასრული: 28 ივნისი, 1565
წინამორბედი: დამატი რუსტემ-ფაშა
მემკვიდრე: სოკოლუ მეჰმედ-ფაშა
გარდ. თარიღი: 28 ივნისი, 1565
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია

სემიზ ალი-ფაშა (თურქ. Semiz Ali Paşa; გ. 28 ივნისი, 1565) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი წყაროს თანახმად სემიზ ალი-ფაშა დაიბადა ბოსნიაში.[1] ალი-ფაშამ განათლება ენდერუნში მიიღო.[1] სხვა ცნობით ის იყო ალბანური წარმოშობის. 1549 წლიდან 1554 წლის ჩათვლით იყო ეგვიპტის ბეილერბეი. სულთნის სიძის - რუსტემ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ დაიკავა დიდი ვეზირის პოსტი. სემიზ ალი-ფაშა გარდაიცვალა 1565 წელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Murvar, Vatro (1989). Nation and Religion in Central Europe and the Western Balkans: The Muslims in Bosna, Hercegovina, and Sandžak: a Sociological Analysis. FSSSN Colloquia and Symposia, University of Wisconsin, გვ. 34.