სელიჭა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Linaria vulgaris

სელიჭა (Linaria) - მცენარეთა გვარი, შავწამალასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია. აქვთ მორიგეობით ან რგოლურად განლაგებული წვრილი ფოთლები, ორტუჩა ყვავილები, რომლებიც თავმოყრილია მტევნისებრ ან თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი კოლოფია. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსგარე ოლქებში, უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში გვხვდება 15 სახეობა, მათგან სამი საქართველოს ენდემია, ერთი - კავკასიისა. ჩვეულებრივი სელიჭა ყანის სარეველაა, იზრდება ასევე მდელოებზე, მშრალ გორაკებზე. ზოგი სახეობა დეკორატიულია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე