სელაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სელაია
Celaya
გერბი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი გუანახუატო
კოორდინატები 20°31′20″ ჩ. გ. 100°48′44″ დ. გ. / 20.52222° ჩ. გ. 100.81222° დ. გ. / 20.52222; -100.81222
დაარსდა 12 ოქტომბერი, 1570
ფართობი 553.23 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 750
მოსახლეობა 310 413 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6
სატელეფონო კოდი 461
საფოსტო ინდექსი 38000
ოფიციალური საიტი celaya.gob.mx
Map of Mexico Demis.png
Map of Mexico Demis.png

სელაია (ესპ. Celaya) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში, გუანახუატოს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 2005 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 310 413 ადამიანია და წარმოადგენს შტატის მესამე უდიდეს ქალაქს. მთლიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 415 869 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდებარეობს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიულ ცენტრში.

სელაიის ირგვლივ მრავალი პატარა ქალაქია განგალებული.

1915 წელს, სელაიასთან გამართულ ბრძოლაში გენერალმა ალვარო ობრეგონმა პანჩო ვილია დაამარცხა. მოკლე დროის განმავლობაში, სელაია გუანახუატოს შტატის დედაქალაქიც იყო.

1999 წელს, ქალაქში აფეთქდა თოფის წამლისა და ფოიერვერკების საწყობი, რასაც 60 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]