სეი სიონაგონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეი სიონაგონი
იაპონ. 清少納言
დაბადების თარიღი 966[1]
დაბადების ადგილი Heian-kyō
გარდაცვალების თარიღი 1025
გარდაცვალების ადგილი კიოტო
საქმიანობა ფრეილინა, პოეტი, ესეისტი, დღიურის ავტორი, მწერალი და ისტორიკოსი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა იაპონია
Magnum opus მარტოობის ჟამის ჩანაწერები და Sei Shonagon-shu
მეუღლე Tachibana no Norimitsu და Fujiwara no Muneyo
შვილ(ებ)ი Tachibana no Norinaga და Jōtōmoninkomanomyōbu

სეი სიონაგონი (იაპონ. 清少納言) (დ. 965 — გ. 1017) — იაპონელი მწერალი ქალი და დედოფალ სადაკოს სეფექალი. ცხოვრობდა ძველი იაპონიის დედაქალაქში ჰეიანში (კიოტო), ჰეიანის პერიოდი.

სეი სიონაგონის ნამდვილი სახელი უცნობია. ძველი იაპონური ტრადიციის მიხედვით სასახლის კართან დაახლოებულ დიდებულებს უწოდებდნენ სახელს, რომელიც მათი წარმომავლობისა და თანამდებობის კომბინაციას წარმოადგენდა. სეი (清) უნდა მომდინარეობდეს კიოჰარას ოჯახიდან, ხოლო სიონაგონი — საიმპერატორო კარზე თანამდებობის სახელიდან (清原). უცნობია მისი რომელი ნათესავიფლობდა ამ თანამდებობას. სავარაუდოდ მისი ნამდვილი სახელი უნდა იყოს კიოჰარა ნაგიკო (清原 諾子).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდუმალებითაა მოცული სეი სიონაგონის ბიოგრაფია, თუმცა „სასთუმლის წიგნიდან“ შეგვიძლია შევიტყოთ, რომ იგი სწავლულისა და განთქმული პოეტის კიოჰარა ნო მოტოსუკეს ქალიშვილი ყოფილა. მისი ბაბუა კიოჰარა ნო ფუკაიაბუ ასევე ცნობილი პოეტი ყოფილა.

981 წელს 16 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა საშუალო ჩინის მოხელეს ტაჩიბანა ნორიმიცუს და ვაჟიშვილი შეეძინა. მას ჰყავდა ქალიშვილიც მეორე ქორწინებიდან. მისი მეორე ქმარი იყო ფუჯივარა-მუნეიო. ოცდაშვიდი წლის ასაკში, როდესაც უკვე ქმართან გაყრილილ იყო, იგი გახდა დედოფალ სადაკოს სეფექალი და იმპერატორ იჩიჯოს კარზე მსახურობდა. 18 წლის ულამაზესი დედოფალი სადაკო მისი ანგელოზი და უახლესი მეგობარი გახდა.

სეი სიონაგონს სახელი მოუხვეჭა მისმა ჩანაწერებმა (306 ჩანაწერი), რომელიც „სასთუმლის წიგნის“ სახელითაა ცნობილი (枕草子 მაკურა ნო სოში). წიგნი მოიცავს 986 წელიდან 1000 წლამდე პერიოდს. ეს არის სასახლის კარის ყოფითი სცენების, თავშესაქცევი ამბების, დღესასწაულების, ჭორების, ლექსების, ბუნების სურათების, დაკვირვებების, ფიქრებისა და სევდების კრებული. სეი სიონაგონი ეხება ყველაფერს, რაც მისი დროსათვის საინტერესო იყო, მათ შორის, დედოფლის ამბებსა და პრობლემებს. 1000 წლის მიწურულს დედოფალი სადაკო მშობიარობისას გარდაიცვალა და სეი სიონაგონმა იაპონიის იმპერატორის სასახლე დატოვა. უცნობია 1000 წლის შემდეგ რას საქმიანობდა სეი სიონაგონი. სწავლულების აზრით 1001-1010 წლებში მან თავის ჩანაწერებს თავი მოუყარა და დასრულებული მხატვრული ნაწარმოების სახე მისცა.

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიღარიბეში გაუტარებია, რაც სადაოა და მისი მეტოქეების მიერ გავრცელებული ჭორი უნდა იყოს. უცნობია სად არის დაკრძალული სეი სიონაგონი, თუმცა რამდენიმე პროვინცია იჩემებს მის საფლავს.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119045834 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.