სეიშელის კუნძულების დემოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეიშელის კუნძულების მთლიანი მოსახლეობა 93 200 ადამიანია (2012). სიმჭიდროვე — 88,3 კაცი/კმ². ნაპოლეონის ომების დროს, როდესაც ბრიტანეთმა მოიპოვა კონტროლი კუნძულებზე, მათ საშუალება მიეცათ შეენარჩუნებინათ კუნძულები. ფრანგებსაც და ბრიტანელებსაც მონობაში ჰყავდათ აფრიკელები, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა მონობა გააუქმა 1835 წელს. ინდოელები და ჩინელები წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობას კუნძულებზე, ისინი ქვეყანაში მხოლოდ სავაჭრო კლასით შემოიფარგლებიან.[1] სეიშელის დღევანდელი მოსახლეობა ინდოელების, ჩინელებისა და გრან' ბლას შთამომავლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აფრიკული წარმომავლობის ადამიანს ჰგავს კანის შეფერილობით.


სეიშელის კუნძულების დემოგრაფია, 2005 წლის მონაცემები; მოსახლეობის რაოდენობა ათასებში.

თავდაპირველად, სეიშელის კუნძულებს მკვიდრი მოსახლეობა არ გააჩნდა, ვიდრე არ ჩამოსახლდებოდნენ. ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ: აფრიკელები, ფრანგები, ინდოელები და ჩინელები.

2002 წლის შეფასებით, მოსახლეობის 82,3 % კათოლიკეა, 6,4 % ანგლიკანია, ხოლო 4,5 % სხვა ქრისტიანული სექტის მიმდევრები. ასევე, არსებობს მცირე უმცირესობები, მათგან 2,1 % ინდუიზმის, ხოლო 1,1 % ისლამის მიმდევარია. ქვეყანაში სულ არაქრისტიანული მოსახლეობა 1,5 %-ს შეადგენს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ რელიგიას არ აღიარებენ.[2] მოსახლეობის საშუალო ასაკი 32 წელია. [3]

ქვეყნის მოსახლეობის 4/5 ცხოვრობს კუნძულ მაეზე, ბევრი მათგანი კი დედაქალაქ ვიქტორიაში. მოსახლეობის 1/4 15 წლის ასაკისაა. დაახლოებით ნახევარი კი 30 წლის. სიცოცხლის ხანგრძლივობა — 74 წელი (2011).

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Culture of Seychelles. Everyculture.com. წაკითხვის თარიღი: 23 March 2012.
  2. CIA – The World Factbook. Cia.gov. წაკითხვის თარიღი: 23 March 2012.
  3. CIA.gov. CIA.gov. წაკითხვის თარიღი: 23 March 2012.