სეინი კუნჩე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეინი კუნჩე

სეინი კუნჩე (დ. 1 ივლისი, 1931 — გ. 10 ნოემბერი, 1987) — ნიგერის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. 1949 წლიდან მსახურობდა საფრანგეთის არმიაში, 1961 წელს გადავიდა ნიგერის არმიაში. 1965–1966 წწ. სწავლობდა პარიზის სამხედრო აკადემიაში. 1966–1973 წწ. იყო ნიგერის შეიარაღებული ძალბის შტაბის უფროსის მოადგილე, 1973–1974 წწ უფროსი. 1974 წლის 15 აპრილს მისი მეთაურობით ნიგერში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შემდეგ იგი გახდა ნიგერის უმაღლესი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და ეროვნული თავდაცვის მინისტრი. ნიგერის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა 1987 წლამდე, დაამხო ალი საიბუმ სამხედრო გადატრიალების შედეგად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ამანი დიორი
ნიგერის პრეზიდენტი

19741987
შემდეგი:
ალი საიბუ