სეზარია ევორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეზარია ევორა.

სეზარია ევორა (დ.27 აგვისტო, 1941, მინდელო, კაბო-ვერდე; გ. 17 დეკემბერი, 2011, სან-ვისენტე, კაბო-ვერდე) — განთქმული ფოლკლორული მომღერალი სან-ვისენტედან, კაბო-ვერდე. საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „ფეხშიშველა დივა“ მისი სცენაზე ფეხშიშველა გამოჩენის ჩვევის გამო, რითაც ის საკუთარი ქვეყნის უსახლკარო და ღარიბ ქალებსა და ბავშვებს თანაუგრძნობს.

სეზარიას მოიხსენიებენ, როგორც მორნას დედოფალს — სოულის სტილის ჟანრი (პორტუგალიური ფადოს ნაირსახეობა), რომელსაც კრეოლ-პორტუგალიურად მღერიან. საკუთარ სენტიმენტალურ ფოლკლორულ ჰანგებს, რომელიც ლოდინითა და წუხილითაა აღსავსე, სეზარია ახამებს აკუსტიკური გიტარის, კავაქინიოს, ვიოლიონოს, ფორტეპიანოს, აკორდეონისა და კლარნეტის ხმოვანებას. ევორას კაბო-ვერდული ბლუზი ხშირად ამ ქვეყნის ხანგრძლივი და მწვავე იზოლაციისა და მონათა ვაჭრობის სიმწარეს ასახავს, ისევე როგორც ემიგრაციას — თითქმის ორი-მესამედი კაბო-ვერდელთა საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ევორას ხმა, მომართული მელანქოლიური ინსტრუმენტია, რომელიც ხაზს უსვამს მის ემოციურ ლირიკას გარკვეულ სიტყვებსა თუ ფრაზებზე აქცენტირებით, რაც მის აუდიენციაზე, რომელსაც მისი ენა შესაძლოა საერთოდ არ ესმოდეს, მომნუსხველ ეფექტს ახდენს.

2004 წელს ევორამ გრემის ჯილდო მიიღო საუკეთესო თანამედროვე მსოფლიო მუსიკის ალბომისთვის.

2011 წლის 17 დეკემბერს, ავადმყოფობის შემდეგ კაბო-ვერდეში, თავის მშობლიურ სენ-ვისენტეში გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.[1]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება]

კრებულები / ცოცხალი ალბომები[რედაქტირება]

  • Sodade - Les Plus Belles Mornas de Cesária (კრებული, 1994)
  • Club Sodade (რემიქსები, 1996)
  • Live à l'Olympia (ცოცხალი ალბომი, 1996)
  • Colors of the World (1997)
  • Live Lugano July 1997 (ცოცხალი ალბომი, 1997)
  • Best Of' (კრებული, 1998)
  • Anthology (კრებული, 2002)
  • Anthologie - Mornas & Coladeras (ალბომის Anthology 2 დისკიანი ვერსია 2004)
  • Live d'Amor (DVD, 2004)
  • Un Geste Pour Haiti"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]