სევეროდვინსკი
|
ქალაქი
სევეროდვინსკი
Северодвинск
|
სევეროდვინსკი (რუს. Северодви́нск) — ქალაქი (1938 წლიდან) რუსეთში, არხანგელსკის ოლქში. მდებარეობს სევეროდვინსკის საქალაქო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წარმოადგენს რუსეთის ატომური გემთმშენებლობის ცენტრს. 2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 193 519 ადამიანს შეადგენდა[1]. მიეკუთვნება სევეროდვინსკის საქალაქო ოკრუგს, რომლის ტერიტორია 119 349 ჰექტარს შეადგენს.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ჩრდილოეთ დვინის სანაპიროზე მიწები პირველად აითვისეს ვიკინგებმა IX საუკუნეში. XII საუკუნის დასაწყისიდან კი ეს მიწები უკვე ნოვგოროდის შემადგენლობაში იყო. 1419 წელს ამ ტერიტორიებზე დაარსდა ნიკოლო-კორელსკის მონასტერი, 1553-1584 წლებში მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე აშენდა პირველი რუსული სავაჭრო პორტი, რომელიც ზოგიერთ უცხოურ წყარობეში მოხსენიებულია, როგორც „წმინდა ნიკოლოზი“.
დემოგრაფია [რედაქტირება]
1950-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ეს განპირობებული იყო ქალაქში მდებარე საწარმოებში კვალიფიციური სპეციალისტებისა და მუშა-მოსამსახურეების მნიშვნელოვანი დეფიციტით. 1992 წლებიდან კი მოსახლეობა უკვე თანდათან მცირდებოდა, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა.
| მოსახლეობის რაოდენობა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|