სევანი (ტბა)
| სევანი | |
|---|---|
| სომხ. Սևան, Սևանա լիճ | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | სომხეთი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1896 მ |
| ფართობი | 1200 კმ² |
| მოცულობა | 33,2 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 78,4 მ |
| საშუალო სიღრმე | 28,5 მ |
| გამჭირვალობა | 4,5 მ |
| გამომდინარე მდინარე | რაზდანი |
სევანი გოქჩა (სომხ. Սևանա լիճ) — ტბა სომხეთში. უდიდესია კავკასიაში. ფართობი – 1200 კმ². საშუალო სიღრმე – 28,5 მ, მაქსიმალური – 83 მეტრი. მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის ბამბაკის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით შაჰდაღის ქედი, დასავლეთითა და სამხრეთით გეღამისა და ვარდენისის ქედები. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი. ორი მოპირისპირე კონცხით იყოფა მცირე სევანად (ჩრდილო-დასავლეთი) და დიდ სევანად (სამხრეთ-აღმოსავლეთი). მცირე სევანში მდებარე კლდოვან კუნძულზე, რომელიც ტბის დონის დაწევის შემდეგ ნახევარკუნძულადაა გადაქცეული, მდებარეობს IX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი — სევანის მონასტერი. სევანის ტბაში ჩადის 28 პატარა მდინარე. გამოდის მდინარე რაზდანი. ტბის მთავარი მასაზრდოებელია ზედაპირული ჩამონადენი (727 მლნ. მ³ წელიწადში). წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19 °C, იანვარ-თებერვალში - 1,5-1,8 °C. ძლიერ ყინვიან ზამთარში ტბა მთლიანად იყინება. მდიდარია თევზით. ტბის წყალი და მდინარე რაზდანი გამოყენებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისათვის. გაყვანილია არფა-სევანის გვირები, რითაც მდინარე არფის წყალი შედის სევანში. სევანის ტბის ნაპირზეა სევანი. ბუნებრივი ეროვნული პარკი.
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- www.sevan.am ყველაფერი სევანის ტბაზე
- Lake Sevan - Armeniapedia-ს სტატია ინფორმაცია და ფოტოები