სეგუჯო იტალიანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სეგუჯიო იტალიანო)
სეგუჯო იტალიანო
წარმოშობის ქვეყანა იტალია
თვისებები
წონა მამრი 23 კგ.
მდედრი 20 კგ.
სიმაღლე მამრი 48-52 სმ.
მდედრი 45-48 სმ.
ბეწვი ჟღალი,შავი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

სეგუჯო იტალიანო (იტალ. Segugio italiano) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი იტალიაში ანტიკურ ხანაში.

დღევანდელი სეგუჯო ძალიან ჰგავს ძველეგვიპტურ ძაღლს, რომელიც გამოსახულია ეგვიპტელი ფარაონების პირამიდებზე. მასტიფთან ნათესაობამ კი ეს ძაღლი უფრო მძიმე გახადა. ამ ძაღლის გარეგნობა თავად მეტყველებს მის წარმოშობაზე — სეგუჯოს აქვს გრძელი ფეხები და მეძებრის დრუუნჩი. იტალიური რენესანსის ეპოქაში სეგუჯოს სილამაზემ დიდგვაროვნების ყურადღება მიიპყრო, მისი სახლში ყოფნა პრესტიჟულად ითვლებოდა.

დღესდღეობით სეგუჯო ძალიან პოპულარულია იტალიაში როგორც მონადირე ძაღლი. მას აქვს არაჩვეულებრივი ყნოსვა და ნადირის სუნის აღებისას მხოლოდ მის დევნაზე ფიქრობს, ყურადღება არაფერზე ეფანტება. თუმცა ბლადჰაუნდისგან განსხვავებით სეგუჯო ცდილობს, დაეწიოს და მოკლას ნადირი. როგორც მონადირე და როგორც კომპანიონი ეს ძაღლი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს იტალიაში.

მისი ბალნის ფერი შეიძლება იყოს ჟღალი და შავი-ჟღალით, ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. სეგუჯო კარგად იტანს სიცხეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, ადვილად იწვრთნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: