სეგოლენ რუაიალი
ვიკიპედიიდან
მარი-სეგოლენ რუაიალი (ფრანგ. Ségolène Royal; დ. 22 სექტემბერი, 1953, დაკარი, სენეგალი), ფრანგი პოლიტიკოსი ქალი, სოციალისტური პარტიის წევრი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი. 2004 წლის აპრილიდან იგი პუატუ-შარანტის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე და დე-სევრის დეპუტატია. სეგოლენ რუაიალი წარდგენილია სოციალისტური პარტიის ოფიციალურ კანდიდატად 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

