სობეხოტეპ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სებეხოტეპ I)
სებეხოტეპ I
ეგვიპტის ფარაონი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 1724
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 1718
წინამორბედი: ჰორი
მემკვიდრე: ხენჯერი
დინასტია: XIII დინასტია
მამა: გაურკვეველია, სავარაუდოდ
ამენემჰეტ IV

სებეხოტეპ Iძველი ეგვიპტის ფარაონი XIII დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 1724-1718 წლებში[1], მეორე გარდამავალ პერიოდში.

არსებობს ვარაუდი, რომ სებეხოტეპ I იყო XII დინასტიის უკანასკნელი ფარაონის ამენემჰეტ IV-ის შვილი[2]. ფარაონ სებეხოტეპის შესახებ ინფორმაციას ვგებულობთ სხვადასხვა წარწერებიდან, ერთ-ერთი მათგანი გვატყობინებს, რომ იგი დაიწერა ფარაონ სებეხოტეპის მმართველობის მეოთხე წელს. მაშასადამე, იგი ქვეყანას არანაკლებ ოთხი წელი მართავდა[3].

2013 წლის დასაწყისში აბიდოსში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად არქეოლოგთა ჯგუფმა ჯოზეფ ვეგნერის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს სებეხოტეპ I-ის საფლავი. საფლავის კუთვნილების დადგენა მოხდა 2014 წლის 6 იანვარს, სამარხში ნაპოვნი ფილების (რომლებზეც სებეხოტეპ I-ის სახელი იყო ამოტვიფრული) და ასევე, ტახტზე მჯდომარე ფარაონის ნახატების წყალობით შეძლეს[4]. სარკოფაგი, რომელიც დაახლოებით 60 ტონას იწონის, წითელი კვარციტისაგანაა დამზადებული[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thomas Schneider. Lexikon der Pharaonen. S. 255.
  2. Dodson, Aidan and Hilton, Dyan. The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson. 2004. ISBN 0-500-05128-3
  3. K.S.B. Ryholt, The Political Situation in Egypt during the Second Intermediate Period, c.1800-1550 BC, (Carsten Niebuhr Institute Publications, vol. 20. Copenhagen: Museum Tusculanum Press, 1997), 336, File 13/1.
  4. ეგვიპტეში ფარაონ სობექოტეპ I-ის სამარხი აღმოაჩინეს
  5. Pharaonengrab aus apokalyptischen Zeiten entdeckt