სებასტიან კოხი
| სებასტიან კოხი | |
სებასტიან კოხი ბერლინალეზე (2008) |
|
| დაბადების სახელი | სებასტიან კოხი |
| დაბადების ადგილი | კარლსრუე, გერმანია |
| დაიბადა | 31 მაისი 1962 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1990–დღემდე |
| საცხოვრებელი ადგილი | ბერლინი |
სებასტიან კოხი (გერმ. Sebastian Koch; დ. 31 მაისი 1962, კარლსრუე, გერმანია) — გერმანელი თეატრისა და კინოს მსახიობი.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა კარსლრუეში, იზრდებოდა ქალაქ შტუტგარტში. დედამისი შვილს მარტოობაში ზრდიდა, გარკვეული პერიოდი იგი ბავშთა სახლში ცხოვრობდა. 1982-1985 წწ. სწავლობდა მიუნხენში ოტო ფალკენბერგის სკოლაში. სწავლების პერიოდში გამოდიოდა ახალგაზრდა თეატრთან ერთად. გამოსვლები უწევდა ულმისა და დარმშტადტის თეატრებში, ხოლო 1990 წელს ბერლინის თეატრებში. ამ პერიოდში ღებულობდა მრავალრიცხოვან როლებს თეატრსა და ტელესერიალებში. სებასტიან კოხის კარიერისთვის მნიშვნელოვანი იყო ანდრეას ბაადერის როლი ერთ-ერთ გერმანულ დოკუმენტურ დრამაში, რომლის შემდეგაც გამოდიოდა ბევრ სრულმეტრაჟიან სატელევიზიო დრამებში.
მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ფილმში „ეშმაკთან მოცეკვავე“, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ამავე პერიოდში შეასრულა როლი სერიალში, სახელწოდებით „მანის ოჯახი – ასწლიანი რომანი“. ამ ორი როლით სებასტიან კოხმა სახელი მოიხვეჭა და ამასთანავე დაიმსახურა ადოლფ გრიმეს პრემია. 2004 წელს შეასრულა როლი ფილმში „ოპერაცია ვალკირია“, რისთვისაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა.
2006 წელს გამოდის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის კინოდრამა „სხვების ცხოვრება“, სადაც ერთ-ერთი წამყავანი როლი სებატიან კოხმა შეასრულა. 2007 წელს ეს კინო ოსკარის მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.[1] 2006-2007 წლებში გამოდიოდა თეატრებში. სებასტიან კოხმა ერთ-ერთი ბოლო როლი მიიღო ფილმში „უცნობი“.
სებასტიან კოხი ბერლინში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და შვილი.[2]
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1999 | სიმღერა სიყვარულსა და სიკვდილზე | ||
| 2001 | გვირაბი | ||
| 2002 | ამინ | ||
| 2004 | ოპერაცია ვალკირია | ||
| 2004 | სასიკვდილო გადახვევა | ||
| 2006 | სხვების ცხოვრება | ||
| 2006 | შავი წიგნი | ||
| 2006 | ნიჟარის შემგროვებლები | ||
| 2009 | ზღვის მგელი | სერიალი | |
| 2011 | უცნობი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სებასტიან კოხი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Sebastian Koch (გერმანული)
- Sebastian Koch at his management's website (გერმანული)
- Fan site (გერმანული)
- Photographs of Sebastian Koch
- Biography by press agency Just Publicity