სებასტიან კაბოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სებასტიან კაბოტი
Sebastian Cabot - S. Rawle after Hans Holbein, 1824.jpeg
მშობლ. სახელი Sebastiano Caboto
დაიბადა 1474
ვენეციის რესპუბლიკა
გარდაიცვალა 1557
ეროვნება იტალიელი
საქმიანობა მოგზაური

სებასტიან კაბოტი (იტალ. Sebastiano Caboto; დ. 1474, ვენეციის რესპუბლიკა — გ. 1557) — იტალიელი მოგზაური, ჯონ კაბოტის შვილი. დაიბადა ვენეციის რესპუბლიკაში. 1508 წელს უფლებამოსილება მიიღო აზიაში მიმავალი ჩრდილოეთის გზა მოეძებნა. მან ჩრდილოეთ ამერიკისაკენ გაცურა, სავარაუდოდ, ლაბრადორს მიაღწია და ინგლისში დაბრუნდა. 1526 წელს მოლუკის კუნძულებზე ესპანეთიდან გაემგზავრა ოთხგემიანი ფლოტით. სამხრეთ ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მოიხსნა დაკისრებული ვალდებულება და მდინარე პლეიტის ნაპირების კვლევა დაიწყო ოქროსა და ვერცხლის მოსაძიებლად. ამასთანავე, თანამედროვე ურუგვაისა და არგენტინის ტერიტორიებზე მცირე კოლონიები დააარსა. 1530 წელს ესპანეთში დაბრუნებულს ბრალი დასდეს დაკისრებული მოვალეობის უგულებელყოფაში, მაგრამ მალევე შეიწყალეს.

სებასტიან კაბოტი ინგლისისა და ესპანეთისათვის ეძებდა აზიისაკენ მიმავალ საზღვაო გზას. 1508-09 წლებში ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელს ინგლისისათვის ეძებდა, 1526-30 წლებში კი ესპანეთისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]