საჰაერო სამართალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს საჰაერო სამართალი — საჰაერო სივრცით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ერთობლიობაა. იგი მოიცავს შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ნორმებს, მისი ძირითადი დებულებაა სახელმწიფოს ტერიტორიის (ტერიტორიული წყლების ჩათვლით) თავზე არსებულ საჰაერო სივრცეზე საქართველოს სრული და განსაკუთრებული სუვერენიტეტის აღიარება სამოქალაქო ავიაციის მსოფლიო თანამეგობრობის ანუ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ. საჰაერო სამართალი კომპლექსური ხასიათისაა: იგი შეიცავს საკონსტიტუციო სამართლის (საჰაერო სივრცის სუვერენიტეტი და ა.შ.), სამოქალაქო სამართლის (მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის გადატანა, გადამზიდველისა და საჰაერო ხომალდის მფლობელის პასუხისმგებლობა, საავიაციო სამუშაოების შესრულება და სხვ.), საჰაერო ტრანსპორტზე სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, სისხლის სამართლის (განსაკუთრებით პასუხისმგებლობა მძიმე სამართალდარღვევისათვის, მაგ. საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის) საკითხზე. საჰაერო სამართლის სპეციფიკა განსაზღვრა ამ ნორმების (სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის ნორმების გარდა) ერთ დამოუკიდებელ საკანონმდებლო აქტად - საქართველოს საჰაერო კოდექსად შეერთებამ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დავით გეფერიძე, ”საერთაშორისო საჰაერო სამართალი”, თბ.2009, გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 421-423