სახნისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახნისი — სოლისებური მოყვანილობის სახვნელი იარაღის შემადგენელი ნაწილი. ამზადებდნენ მთლიანი რკინის ნაჭრისაგან ცხელი ჭედვით, იგი დაგებული იყო სახვნელის კბილაზე და მიწას ჰორიზონტალურ სიბრტყეში ჭრიდა. სახნისს სახვნელი იარაღისა და ნიადაგის შესაბამისად სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ. საქართველოში გვხვდება წვერბუდიანი, ორფრთიანი, ცალფრთიანი, ასიმეტრიული და ეშვიანი სახნისები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 9, თბ., გვ. 257, 1985.