სახლი ქიმერებით (კიევი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახლის წინა ფასადი

სახლი ქიმერებით (უკრ. Будинок з химерами; 1901-1902) — არქიტექტურული მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში უკრაინის დედაქალაქ კიევში. მდებარეობს ბანკოვას ქუჩის #10-ში. აგებულია არქიტექტორ ვლადისლავ გოროდეცკის მიერ, რომელსაც თანამემამულენი კიევის გაუდიდ მიიჩნევდნენ.

შენობის სახელი მომდინარეობს მისივე ორნამენტული დეკორაციებისგან, რომლებიც სხვადასხვა ეგზოტიკურ ცხოველებსა და ნადირობის სცენებს განასახიერებენ, და გოროდეცკის ნადირობით პირადი გატაცების გამოძახილია. შენობა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პირდაპირ მდებარეობს ისტორიულ პეჩერსკის უბანში. 2005 წლიდან მას საპრეზიდენტო რეზიდენციად იყენებენ ოფიციალური და დიპლომატიური ცერემონიებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სახლი ქიმერებით