სახლის თაგვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სახლის თაგვი (Mus musculus) - ძუძუმწოვარი ცხოველი თაგვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის მასაა - 7-10,8 სმ, მასა - 18-30 გ. შეფერილობაში ჭარბობს ნაცრისფერი. გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე არქტიკისა და ანტარქტიდის გარდა. სახლის თაგვი ბინადრობს როგორც ადამიანის ბინაში, ისე ბუნებაში. შობს 5-7 წრუწუნას. ზამთრის ხელსაყრელ პირობებში და საკვების სიუხვისას იგი მასობრივად მრავლდება. ყოვლისმჭამელია. გადააქვს შავი ჭირის გამომწვევი. სახლის თაგვი, სამხრეთის რაიონებში ტულარემიით ადანიანის დაავადების ძირითადი წყაროა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 9, თბ., 1985
სტატიის