საძოვარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საძოვარი

საძოვარიმცენარეულით დაფარული მიწის სავარგული, სადაც ძოვს ცხოველი. განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ საძოვარს. ბუნებრივი საძოვრის მცენარეული საფარი უმთავრესად შედგება მრავალწლოვანი ველური მცენარეების, ზოგჯერ მღიერების (ტუნდრა), ბუჩქ-ბალახისა და ბუჩქისაგან (ტუნდრა, ტრამალი, უდაბნო). ხელოვნური ანუ ნათესი საძოვარი წარმოქმნილია მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი პარკოსან-მარცვლოვანი ბალახთნარევის თესვით. საძოვრული შენახვისას სასოფლო-სამეურნეო ცხოველთაპროდუქტიულობა 25—40%-ით მეტი, პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად მაღალი, ხოლო თვითღირებულება 20—30%-ით ნაკლებია, ვიდრე ბაგური შენახვის დროს. საძოვარზე ცხოველებს მაშინ უშვებენ, როდესაც მცენარე ვეგეტაციის ადრეულ ფაზაშია და საყუათო ნოვთიერებებს უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]