საჩეჩელა სოკოები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| საჩეჩელა სოკოები | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Clavariaceae | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
საჩეჩელა სოკოები (Clavariaceae) — ბაზიდიუმიანი სოკოების ოჯახი. მათი ნაყოფსხეული ხორცოვანი, მარჯნისებრ დატოტვილი, იშვიათად ქინძისთავისებრი ან მახათისებრია, ფერად — მეტწილად მოთეთრო ან მოყვითალო, დაფარულია სპორებიანი შრიოთ, სპორები გლუვია, უფერული ან ღია ყვითელი. ოჯახში თავმოყრილია 25-მდე გვარის 500-მდე სახეობა. იზრდებიან ტყეში მიწაზე, ან იშვიათად დამპალ მერქანზე. ზოგიერთი მათგანი საჭმელი სოკოა. Typhula-ს გვარის სახეობები სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს აავადებენ, Sparissis გვარისა — ხის ფესვის სიდამპლეს იწვევენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 211, თბ., 1985 წელი.